მაკრონმა აშშ-ში ვიზიტის დასასრულს განაცხადა, რომ მისი მცდელობა, დაერწმუნებინა პრეზიდენტი ტრამპი ირანთან ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებაში, წარუმატებელი აღმოჩნდა
26-04-2018, 17:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მცდელობა, დაერწმუნებინა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებაში, სავარაუდოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

 


„ჩემი შეხედულებაა, რომ იგი, მისი მხრიდან, საშინაო მიზეზების გამო, გამოვა შეთანხმებიდან“, განაცხადა მაკრონმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტის დასასრულს.

 


შეთანხმების რატიფიკაციისთვის ბოლო ვადა 12 მაისია და ვარაუდობენ, რომ ტრამპი აღარ მოისურვებს ობამას ადმინისტრაციის მიერ მოწონებული და მის მიერ არაერთხელ გაკრიტიკებული და „აღმაშფოთებელ“ დოკუმენტად მოხსენიებული ბირთვული შეთანხმების გაგრძელებას.

 


ოთხშაბათს, მაკრონმა მსგავსი ენა გამოიყენა, როცა გლობალურ საკითხებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე და ირანის შეთანხმებაზე შეერთებული შტატების პოზიციის ხშირ ცვლილებეზე მოუწია საუბარი.

 


„ამან შეიძლება იმუშაოს მოკლე ვადით, მაგრამ ეს ძალზე აღმაშფოთებელია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში“, განაცხადა მან ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას მისთვის დასმული შეკითხვის პასუხად, როგორც ამას BBC იუწყება.

 


შეთანხმების პირობების თანახმად, რომელიც ტრამპის წინამორბედის, ბარაქ ობამას მიერ იქნა მიღწეული, ირანმა ეკონომიკური სანქციების შერბილების სანაცვლოდ, თანხმობა განაცხადა მისი წინააღმდეგობრივი ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე.

 


მაკრონის ვაშინგტონში ვიზიტის მთავარ პრიორიტეტს ტრამპისთვის აზრის შეცვლევინება გახლდათ, მაგრამ მან მისი ვიზიტის დასრულებისას აღიარა, რომ არსებობს „დიდი რისკი“ იმისა, რომ ტრამპმა მიატოვოს შეთანხმება.

 

 

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში განცხადების გაკეთებას წინ უძღოდა მაკრონის და ტრამპის მინიშნება, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შესაძლოა ახალი შეთანხმება შედგეს.

 


საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალმა შეთანხმებამ უნდა მოიცვას ირანის ბალისტიკური სარაკეტო პროგრამა და მისი როლი ახლო აღმოსავლეთში.

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი თქვა, რომ „გაცილებით მეტის გაკეთებაზე, შესაძლოა, შეთანხმებაზეც კი“ მიდგეს ჯერი.

 


მან აღნიშნა, რომ 2015 წელს ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე ხელისმომწერ მხარეებს „უნდა შეექმნათ შეთანხმება, რომელიც დაფარავდა იემენს, სირიას და ახლო აღმოსავლეთის სხვა ნაწილებს“. ობამას ეპოქის შეთანხმებას კი ტრამპმა „საშინელება“ და „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

 


მაკრონი დათანხმდა, რომ თეირანის გავლენა რეგიონში მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს.

 


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალმა შეთანხმებამ - ირანის ბირთვული პროგრამის შემდგომი ათწლეულის განმავლობაში კონტროლთან ერთად, როგორც ეს ამჟამინდელ შეთანხმებაშია მოცემული - ასევე უნდა მოიცვას თეირანის გრძელვადიანი ბირთვული აქტივობები, ისევე როგორც მისი ბალისტიკური სარაკეტო პროგრამა.

 

 

უფრო ადრე, ოთხშაბათს, შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატაში სიტყვით გამოსვლისას კი მაკრონმა ნაციონალიზმი და იზოლაციონიზმი დაგმო, რაც ტრამპის ლოზუნგზე -„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - თავდასხმად იქნა მიჩნეული.

 

 

ირანის რეაქცია ტრამპის განცხადებებზე

 

 

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების ძალისხმევების ლეგიტიმაცია მის ქვეყანასთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების შეცვლასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ მათ „უფლება არ აქვთ“ შვიდი მხარის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ხელახალი მოლაპარაკებების და განხილვების საგნად აქციონ.

 

 

 

 

მან შეერთებული შტატების პრეზიდენტს, „ვაჭარი“ უწოდა და თქვა, რომ მას გლობალურ ხელშეკრულებებზე კომენტარის კვალიფიკაცია არ გააჩნია.

 


„თქვენ არავითარი ბიოგრაფია არ გაქვთ პოლიტიკაში. არავითარი წარსული არ გაქვთ სამართალში. არავითარი წარსული არ გაქვთ საერთაშორისო შეთანხმებებში“, განაცხადა რუჰანიმ ტრამპის შესახებ საუბრისას სატელევიზიო მიმართვაში და დაამატა: 

 

 

„როგორ შეიძლება ვაჭარი, კომერსანტი, მშენებელი, კოშკის მშენებელი საერთაშორისო საქმეებზე მსჯელობდეს?“

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი