ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გამოდის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და თეირანს დაუწესდება იგივე ეკონომიკური სანქციები, რაც 2015 წლის შეთანხმებამდე მოქმედებდა
09-05-2018, 05:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გამოვა ირანთან დადებული ობამას ეპოქის ბირთვული შეთანხმებიდან.

 

 

ტრამპმა აღნიშნულ შეთანხმებას „გახრწნილი და დამპალი“ უწოდა და თქვა, რომ მისთვის, როგორც ამერიკის მოქალაქისათვის, ის „უხერხულობის შემქმნელი“ იყო.

 


წავიდა რა ევროპელი მოკავშირეების რჩევის წინააღმდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ იგი იმავე ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს ირანზე, რაც 2015 წლის შეთანხმებამდე მოქმედებდა.

 


თეთრ სახლში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, თეირანმა განაცხადა, რომ იგი ემზადება ურანიუმის გამდიდრების დასაწყებად, რაც მთავარი კომპონენტია როგორც ბირთვული ენერგიის, ისე იარაღის შესაქმნელად.

 


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ თქვა: „შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ იგი პატივს არ სცემს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს.

 


„მე გავეცი განკარგულება ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციისადმი, მზად იყოს საჭირო ქმედებების განსახორციელებლად. ასე რომ, თუ საჭირო იქნება, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განვაახლოთ ურანიუმის ინდუსტრიულ დონეზე გამდიდრება“.

 


მან აღნიშნა, რომ იგი ჯერ „დაელოდება რამდენიმე კვირას“, სანამ თავის მოკავშირეებთან და შეთანხმებაზე ხელმომწერ სხვა მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

 


„თუკი ჩვენ შთანხმების სხვა წევრებთან ერთად მივაღწევთ შეთანხმების მიზნებს, ის თავის ადგილზე დარჩება“, განაცხადა რუჰანიმ.

 


როდის ამოქმედდება სანქციები?

 


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანზე ეკონომიკური სანქციები დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება და ის 90-დან 180 დღის პერიოდში შევა ძალაში.
მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, უწყებამ აღნიშნა, რომ სანქციები დაწესებული იქნება იმ სამრეწველო ინდუსტრიებზე, რაც აღნიშნულია 2015 წლის შეთახმებაში, მათ შორის ირანის სანავთობო სექტორზე, ავიალაინერების ექსპორტებზე, ძვირფასი ლითონებით ვაჭრობაზე, და ირანის მთავრობის მცდელობებზე, შეისყიდოს აშშ დოლარის ბანკნოტები.

 

 

BBC-ის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ იმ ევროპულმა კომპანიებმა, რომლებიც ირანთან ბიზნესსაქმიანობაში არიან ჩაბმული, თავიანთი ბიზნესები 6 თვის განმავლობაში უნდა დაასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან.

 

 

როგორია რეაქცია მსოფლიოს გარშემო?

 


მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გამოდის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და თეირანს იგივე ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რაც 2015 წლის შეთანხმებამდე მოქმედებდა - საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა, რომლის ლიდერებიც დაჟინებით მოუწოდებდნენ ტრამპს არ გამოსულიყო შეთანხმებიდან, განაცხადეს, რომ ისინი „სწუხან“ ამერიკის გადაწყვეტილების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კიდევ ერთმა ხელმომწერმა შეთანხმებისა, განაცხადა, რომ ის „ღრმად იმედგაწბილებულია“.

 


ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი შეთანხმების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებდა.

 


ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ შეთანხმება მუშაობდა და ის აშშ-ის ინტერესებში შედიოდა.

 


„ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა ამერიკის უახლოესი მოკავშირეებისა და იმ შეთანხმებისთვის ზურგის შექცევაა, რომელზეც ჩვენი ქვეყნის წამყვანი დიპლომატები, მეცნიერები და დაზვერვის სამსახურების პროფესიონალები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.

 


„იმ დროს, როცა ჩვენ ყველანი დიპლომატიის მიმართულებას ვირჩევთ ჩრდილოეთ კორეასთან, რათა წარმატებას მივაღწიოთ, ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა იმ შეთანხმების მიუღწევლობის რისკს ქმნის, რასაც ჩვენ ჩრდილო კორეელებთან ვცდილობთ“, განაცხადა ობამამ.

 


გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ანტონიო გუტერეში „ღრმად არის შეშფოთებული“ შეთანხმებიდან გამოსვლის გამოცხადებით და მოუწოდებს სხვა ხელმომწერ მხარეებს, დაიცვან თავიანთი ვალდებულებები.

 


მაგრამ ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი „სრულად უჭერს მხარს“ ტრამპის „გაბედულ“ გადაწყვეტილებას, გამოვიდეს „საშინელი“ შეთანხმებიდან.

 


საუდის არაბეთმაც, ირანის რეგიონულმა მეტოქემ, განაცხადა, რომ იგი „მხარს უჭერს და მიესალმება“ ტრამპის შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი