პრეზიდენტი ტრამპი იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად არ ჩასულა, ვიდეომიმართვაში კი განაცხადა, რომ „ისრაელი უფლებამოსილია განსაზღვროს თავისი დედაქალაქი"
14-05-2018, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც რამდენიმე თვის წინათ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, დღეს ამ წმინდა ქალაქში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად თავად არ ჩასულა, მაგრამ მისი ვიდეომიმართვა იქ დიდ ეკრანზე იქნა ნაჩვენები.

 


„გილოცავთ. ამას დიდი დრო დასჭირდა“, განაცხადა ტრამპმა ვიდეომიმართვაში და განაგრძო:

 

 

„ზუსტად 70 წლის წინათ, დღევანდელ დღეს, შეერთებული შტატები, ჰარი ტრუმანის ხელმძღვანელობით, პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო აღიარა. დღეს ჩვენ ვხსნით აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში. დიდი დრო დასჭირდა.

 

 

„დღეს იერუსალიმი ისრაელის მთავრობის ადგილსამყოფელია. ის არის ისრაელის საკანონმდებლო და ისრაელის უზენაესი სასამართლოს და ისრაელის პრემიერ მინისტრის და პრეზიდენტის ადგილსამყოფელი.

 

 

„ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა და მსგავსად ყველა სხვა სუვერენული სახელმწიფოსი, უფლებამოსილია განსაზღვროს თავისი დედაქალაქი. თუმცა კი ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ ამ ჭეშმარიტების აღიარება ვერ შევძელით, მარტივი რეალობის, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია“.

 

 

აშშ-ის საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე ტრამპმა იერუსალიმში მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი და სიძე ჯერად კუშნერი გააგზავნა. 

 

 

პალესტინელები აღშფოთებული არიან იმით, რომ ისრაელი იერუსალიმს თავის დედაქალაქად მიიჩნევს, მაშინ როცა პალესტინური მხარე წმინდა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე თავად აცხადებს პრეტენზიას და აპროტესტებს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით.

 

 

ორშაბათს, საელჩოს გახსნის ცერემონიის დაწყებამდე, ისრაელის ძალებმა სულ მცირე 52 პალესტინელი მოკლეს და 2 400-ზე მეტი დაჭრეს ღაზას საზღვრის გასწვრივ, როგორც ეს პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

 

 

„როიტერსის“ ცნობით, შეიარაღებული დაპირისპირება საზღვრის გადალახვის მცდელობისას დემონსტრანტებთან მაშინ მოხდა, როცა იერუსალიმში შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონიისათვის ემზადებოდნენ.

 

 

ისრაელის ძალების განცხადებით, ღაზას გასწვრივ შეკრებილი დემონსტრანტები საზღვრის განგრევას ცდილობდნენ და მათ საპასუხო ზომები მიიღეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი