გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჯანდარის, ვახტანგისის, ქესალოსა და ნაზარლოს გზების მოასფალტებისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - „სკინჩის’’ ტექნიკურმა ჯგუფმა სოფელ ვახტანგისიდან დაიწყო. სამუშაოების განხორციელება დაიწყება პარალელურად სოფელ ჯანდარაში.
პროექტის მიხედვით, ჯამში მოასფალტდება 15 კილომეტრამდე გზის საფარი. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 356 903 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 70 კალენდარული დღე აქვს.
ობიექტზე კონტროლ/ინსპექტირებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას-მერიის მიერ შერჩეული, ამ სფეროში კომპეტენტური შპს „ოპტიმალგრუპ +“ განახორციელებს.
ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.