რომან გოცირიძე გიორგი გახარიას: თქვენ ამბობდით ბოდიშს პირით, მაგრამ ბავშვურად ხელი გქონდათ გადაჯვარედინებული და გულში ამბობდით, რომ გატყუებთ
18-05-2018, 17:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თქვენ ამბობდით ბოდიშს პირით, მაგრამ ბავშვურად ხელი გქონდათ გადაჯვარედინებული და გულში ამბობდით, რომ გატყუებთ, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრს თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გასაპროტესტებლად აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდებისთვის ბოდიშის გადახდასთან დაკავშირებით.

 


როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, რომელიც მანამდე დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა, „ბაქიბუქობდა".

 

 

„ყველა ხედავს საქართველოში, რომ „ქართულმა ოცნებამ" ვერ დაამჩნია ვერავითარი სასიკეთო კვალი ჩვენს ქვეყანას - ვერც ეკონომიკას, ვერც სოციალურ ცხოვრებას, მაგრამ ერთ დიდ საქმეში მიგიძღვით წვლილი - თქვენ საქართველო ასახელეთ და შეიყვანეთ გინესის რეკორდში. თქვენი მბრძანებლის მეორედ მოსვლისას, მისი 20-წუთიანი გამოსვლა აღნიშნეთ 31 ტაშით, დღეს ახალ სიმაღლეებს იპყრობთ და კვალვ გინდათ, რომ საქართველო გამოაჩინოთ გინესის დონეზე მსოფლიოს არენაზე და თქვენ, როგორც ვატყობ იტყვით 20-წუთიანი გამოსვლის შემდეგ 41 მადლობას.

 

 

ბ-ნო გიორგი, თქვენ მოისმინეთ მლიქვნელური მადლობები, მაგრამ სად არის თქვენი ბოდიში? რატომ მოიხადეთ თქვენ ბოდიში ახალგაზრდების წინაშე აქციების მსვლელობისას? რა, მოახდინეთ თქვენი ბოდიშის დეზავუირება ამ ტრიბუნიდან? აქ, აბსოლუტურად სხვა რამე მოვისმინეთ. თუ თქვენ უკან მიგაქვთ თქვენი სიტყვები, მაშინ აქ კი არ უნდა ილაპარაკოთ მემადლობეების გარემოში, არამედ, მიდით და ქუჩაში უთხარით, რომ მოიტყუეთ - თქვენ ამბობდით ბოდიშს პირით, მაგრამ ბავშვურად ხელი გქონდათ გადაჯვარედინებული და გულში ამბობდით, რომ გატყუებთ. დღეს თქვენ აქ ბაქიბუქობდით - თურმე, საბოდიშო არაფერი გქონიათ. სად არის სია, იმ ადამიანებისა, რომლებიც არღვევდნენ კონსტიტუციას, ძალადობდნენ, არ აძლევდნენ თავისუფალი ნების გამოხატვის უფლებას, არღვევდნენ საქართველოს კანონით და კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვის უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, არღვევდნენ შეკრების უფლებას და ამ შემთხვევაში თქვენ მშვიდობის მტრედად მოგვევლინეთ ფარებიანი პოლიციელების შუაში მდგომის სახით, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავეები დაგეკავებინათ. ეს დამნაშავეები ძალადობდნენ თქვენზე, პოლიციელებზე, რომელი მათგანი დააკავეთ?", მიმართა რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი