საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის, – ინიციატივას, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალური კონფერენციაზე ისაუბრა, საფრანგეთის დელეგაციის დადებითი შეფასება მოჰყვა.
ელექტრონული პეტიციების პორტალი – Ichange.ge კიდევ უფრო აამაღლებს საზოგადოების მონაწილეობას ქვეყნის მმართველობაში და გააძლიერებს მთავრობის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტებს.
ელექტრონულ პეტიციაზე 5 ათასი ხელმოწერის შემთხვევაში, საკითხი განსახილველად მთავრობის სხდომაზე გავა. ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრემიერმა სპეციალური შოურუმი დაათვალიერა, ასევე კონფერენციის დელეგატებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.