თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით „ვარდების მოედანს“ „პირველი რესპუბლიკის მოედნის“ სახელი ეწოდება. საკითხი დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.
კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან, კომისიის წევრთა უმრავლესობა ამ სახელზე შეჯერდა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომელთა აზრითაც საკითხი პოლიტიზებულია და ამგვარი გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნებისაგან“ შემდგარი უმრავლესობა „ვარდების რევოლუციას“ და მის ავტორს, მიხეილ სააკაშვილს ებრძვის.
„ის, რომ მათ იმიტირებული საჯარო განხილვა მოაწყვეს და გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, ფაქტია. ის, რომ მათ შიშები და ფობიები აქვთ რევოლუციაზე და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ამის დაძლევაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. არ მგონია, დედაქალაქში ეს იყოს ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც აწუხებთ თბილისელებს. მაგალითად, გუშინ 100 ავტობუსის ტენდერი ჩაუვარდა დედაქალაქის მერიას. უკეთესი იქნება, აი, ამაზე ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ, ვიდრე იმაზე, რომელ მოედანს რა სახელს უწოდებენ“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ახდენს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთვის ხელისუფლება მაკონსოლიდირებელი ინიციატივებით უნდა გამოდიოდეს და არა იმგვარი ინიციატივით, რომელიც „შეურაცხყოფას აყენებს ასიათასობით ადამიანს“.
„ამის მაგივრად, გამოსვლა ასეთი ინიციატივით, სადაც შეურაცხყოფას აყენებენ ასიათასობით ადამიანს იმიტომ, რომ ვარდების რევოლუციამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა დადებითისკენ და ბევრი თვალსაზრისით საქართველო წასწია წინ. ისეთი ინიციატივით გამოსვლა, რომელიც საზოგადოებაში ასეთ დისკუსიას იწვევს, არის ძალიან ცუდი რამ და არ უნდა გაეკეთებინათ“, განაცხადა გაბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.