ერთი კვირაა დაბა ასპინძის მცხოვრებთა 80 პროცენტს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივებს წყალს სახანძრო-სამაშველო სამსახური ბალონებით ურიგებს, თუმცა, დახმარება ყველა ქუჩამდე ვერ აღწევს.
ადგილობრივების ნაწილი, ვისაც მანქანა ყავს, წყალს მეზობელი სოფლიდან ეზიდება, ნაწილი კი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარიგებული წყლის იმედადაა დარჩენილი.
"რამდენიმე დღეა წყალი არ გვაქვს, ვისაც მანქანები ჰყავს სოფლებიდან ეზიდება. ორი დღეა გამგეობა გვეხმარება, სადარბაზოებთან ბალონებით მოაქვთ", - ამბობს ასპინძაში მცხოვრები მარინა ჯანღიაშვილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დარიგებული სასმელი წყალი ყველა ქუჩისთვის საკმარისი არ არის. წყალი მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე მიაქვთ, გარეუბნებში მცხოვრებლები კი წყლის გარეშე რჩებიან.
დაბა ასპინძის მცხოვრებლების თქმით, პრობლემა წყლის მილების გაყინვამ გამოიწვია. მათივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, მილები ყოველ წელს იყინება.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ, თუმცა, როდის აღდგება წყლის მიწოდება არ იციან.
"ძლიერი ყინვის გამო 600-მეტრიანი მონაკვეთი გაიყინა და 80 პროცენტი უწყლოდ დარჩა. ნამდვილად არ ვიცი როდის იქნება წყალი, მაგრამ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ. სახანძრო - სამაშველო სამსახური დადის და დღეში რამდენიმეჯერმე მოსახლეობას წყალს აწვდის. დღეს [6 იანვარს] ახალციხეს ვთხოვეთ დახმარება და გამგეობამ მოგვაშველა სასმელი წყლის ცისტერნა და მანქანა", - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.
როდის აღდგება ასპინძისთვის წყლის მიწოდება, პასუხის გაცემა უჭირთ "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სამცხე-ჯავახეთის ფილიალშიც. მენეჯერის გიორგი ბაგინაშვილის განმარტებით, სპეციალური ჯგუფები გასულია და გაყინულ მილებს ადნობს.
"წყლის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია ოთის მაგისტრალური მილსადენის გაყინვამ. გასულები არიან თანამშრლომლები, დღე და ღამეს იქ ასწორებენ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით წყლის მიწოდება როდის აღდგება", - ამბობს გიორგი ბაგინაშვილი.მისივე თქმით, მსგავსი შემთხევა ბოლო ორი წელიწადია არ ყოფილა და პრობლემა ძლიერმა ყინვებმა გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.