ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ უნდა დაუბრუნდეს დიდ რვიანს, იტყობინება „ბლუმბერგი“.
"თქვენ იცით, იმისდა მიუხედავად თქვენ მოგწონთ ეს თუ - და ეს შესაძლოა არ იყოს პოლიტიკურად კორექტული - მაგრამ ჩვენ მსოფლიო გვაქვს სამართავი და დიდი შვიდეულიდან, რომელიც დიდი რვიანი იყო, მათ გააძევეს რუსეთი. მათ ნება უნდა დართონ რუსეთს რომ ის უკან დაბრუნდეს", განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ტრამპმა ასევე თქვა, რომ რუსეთი უნდა დაესწროს დიდი შვიდეულის სამიტს, რომელიც კანადაში იმართება და როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ღვარძლიანია, რაც პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოზე, როგორც მასპინძელზე ახდენს დაწოლას, გამოვიდეს ტრამპსა და ევროპას შორის დაყოფის გამაერთიანებლად იმ დროს, როცა ამ დაპირისპირებულ ვითარებაში იაპონიის ლიდერი შინძო აბე სადღაც შუაში იმყოფება.

(დიდი შვიდეულის ქვეყნების და ევროკავშირის ლიდერები კვიბეკში უკვე შეიკრიბნენ. რუსეთი დიდი რვიანიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გააძევეს, რის შემდეგაც დიდი რვიანი დიდი შვიდეული გახდა).
ტრამპი სამიტს ადრე დატოვებს, რადგან 12 ივნისს სინგაპურში მასსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა უნდა გაიმართოს, სადაც ფხენიანის ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილება.
უფრო ადრე, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა შეკითხვას იმის თაობაზე, დათანხმდებოდა თუ არა რუსეთი დიდ რვიანში დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი წინადადება იქნებოდა დაყენებული. პესკოვმა თქვა, რომ „ჰიპოტეტური განხილვები აქ ძნელად არის შესაძლებელი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.