დიდუბის პანთეონში არ არის საშუალება მიცვალებულის დასაკრძალად, ამიტომ ბოლო 2-3 თვეა უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ახალი პანთეონისთვის შესაფერისი ადგილი მოიძებნოს, დიდუბის პანთეონი კი ოფიციალურად დაიხურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.
“შერჩეული იყო რამდენიმე ადგილი. ეს გახლდათ ე.წ. რუსთაველის მონუმენტი, რომელიც ლოტკინის ასახვევშია. ასევე ზურაბ წერეთლის მიერ აგებული “მეფეთა მონუმენტი”, რომელიც თბილისის ზღვაზეა, მაგრამ ბოლოს კომისიამ გადაწყვეტილება შეაჩერა ახლად მშენებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის შემოგარენზე. ამაზე მიდის ახლა საუბარი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევაც არის ამ თემასთან დაკავშირებით. ჩართული არის სპეციალისტები, სასულიერო პირები, მოქალაქეები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პანთეონს, როგორც ისტორიულ ადგილს და არა მხოლოდ დასაკრძალ ადგილს თავის იერსახეს მიანიჭებს და ჩვენს დედაქალაქს ექნება შესაფერისი პანთეონი”, – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.