„ამ ხელისუფლებისთვისაც კი სუპერმიუღებელია“ გუბერნატორი შონია, რომელიც სუს-ის მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილთან სატელეფონო საუბრისას „წამლის ბარიგად“ მოიხსენიეს
18-06-2018, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერ კახა მიქაიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს შორის სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საუბარი სამეგრელოში არსებულ ვითარებას და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასაც შეეხება.

 


შონიას, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკვე კარგა ხანია კონტრაბანდის მფარველობაში ადანაშაულებს, სუს-ის მაღალჩინოსანთან სატელეფონი საუბრისას უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს კახა მიქაია და მას „წამლის ბარიგად“ მოიხსენიებს, რომელსაც „ყველა დასცინის“.

 


მცირე ფრაგმენტი ფარული სატელეფონო ჩანაწერიდან:

 

 

სოსო გოგაშვილი: „ყოფილა რამე, რომ შენ ჩემთვის გითხოვია და მე შენთვის არ გამითვალისწინებია ჩემო ძმაო?“

 


კახა მიქაია: „მომისმინე ჩემო კარგო. მე რომ ვითხოვე, ის რომ გაგეკეთებინათ, სამეგრელოში გექნებოდათ კარგად საქმე“.

 


სოსო გოგაშვილი: სამეგრელოში... (აქ მისი ხმა გაურკვევლად ისმის, რადგან კახა მიქაიას ხმა ფარავს).

 


კახა მიქაია: „მე არ მითხოვია თქვენთვის არც თანამდებობა, არც არაფერი. მე ვითხოვდი ნაცების დედის ტყვ...ს და შონია წამლის ბარიგა დატოვეთ სამეგრელოში და მე გამომედევნენ ნაჯახით, ამათი დედას შევ...ი“.

 


სოსო გოგაშვილი: „მე შენ გეუბნები, მე შენთანა მაქვს პირადული, არანაირი“...

 


კახა მიქაია: „პირადული რა იყო, პირადულიდან არ გამოვდივარ სოსო მე, მე გამოვდივარ სახელმწიფოებრივიდან“.

 


სოსო გოგაშვილი: „მომისმინე“...

 


კახა მიქაია: „წამლის ბარიგა დედამო...ი შონია, ყველა რომ დასცინის ისეთი კაცი ტო, მე დამსდევნდნენ ეს ბო...ი, როლანდ ახალაიას არ უკადრია, რაც ამათმა იკადრეს. ამათი დედები... აგერ პირდაპირ გეუბნებით მაგათზე“.

 


სოსო გოგაშვილი: „მაგაზე მოდი, და მაგაზე ცალკე დავილაპარაკოთ“.

 

 

კახა მიქაიას და სოსო გოგაშვილს შორის აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ გუბერნატორი შონია „ამ ხელისუფლებისთვისაც კი სუპერმიუღებელი“ ჩინოვნიკი და „კორუფციისკენ მიდრეკილი მოხელეა“.

 


„მიქაია, რომელიც ნამდვილად არ არის არც ჩვენთან აფილირებული, პირიქით, თითქმის 10 წელია ჩვენი ოპონენტია, თან ისეთი რადიკალური ოპონენტი, ეს ყველამ იცის რეგიონში და საქართველოშიც და ეს ადამიანიც ამბობს იმას, რომ შონია არის ამ ხელისუფლებისთვისაც კი სუპერმიუღებელი, წარმოუდგენლად რეპუტაციაშელახული, წარმოუდგენლად კორუფციისკენ მიდრეკილი მოხელე“, უთხრა ზოდელავამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს.

 


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ხელმძღვანელობა ფინანსურ პოლიციასა და სუს-ში უკვე დაკითხეს აფხაზეთიდან სამეგრელოში კონტრაბანდული ტვირთების შესაძლო შემოტანასა და ამ საქმეში გუბერნატორ შონიას შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით.

 


ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე „რუსთავი 2“-ს იმ გზებს უჩვენებს, რომელიც მისი თქმით, კონტრაბანდისტების მიერ არის გაყვანილი და აღნიშნული დანაშაულებრივი კლანი, შონიას მეთაურობით, უშუალოდ კავშირში არის რუს ოკუპანტებთან.

 


„აი, ეს არის გზები, თვითონ კონტრაბანდისტების მიერ გაყვანილი გზები, საიდანაც შემოდის ეს კონტრაბანდული საქონელი და სულ რაღაც რამდენიმე მეტრში, აქ დგას სპეცდანიშნულების რაზმი, ქართული სპეცდანიშნულების რაზმი და ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, რომ ამ კონტრაბანდისტებმა ეს ტერიტორია ისე გაიარონ, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ისინი ვერ შენიშნონ. ეს სქემა, რომელიც 90-იანი წლებიდან მოქმედებს, მაშინ იყო შეთანხმებული ოკუპანტებთანაც და აფხაზებთანაც და დღესაც მოქმედებს იგივე სქემა, ანუ ეს დანაშაულებრივი კლანი შონიას მეთაურობით, რომელიც მფარველობს ამ კონტრაბანდას, არის მისი დაწყობილი და ასევე ისინი უშუალოდ კავშირში არიან რუს ოკუპანტებთან და ასევე ისინი უშუალოდ კავშირში არიან აფხაზებთან - ანუ, ერთობლივი მოქმედებით ხდება აი ამ კონტრაბანდის ხელშეწყობა“, აცხადებს ანა წითლიძე.

 


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ კი მისდამი წაყენებული ბრალდებები არაერთხელ, კატეგორიულად უარყო.

 

 

შონიამ „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურთაზ ზოდელავას და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ანა წითლიძის წინააღმდეგ სარჩელი ზუგდიდის სასამართლოში შეიტანა და მათგან პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფას ითხოვს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი