მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში „აუცილებლად იქნებიან“ ახალი სახეები
18-06-2018, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან დაადასტურა, რომ მის მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები „აუცილებლად იქნებიან“, თუმცა მას დღეს მთავრობის წევრობის ახალი კანდიდატები არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ განხორციელდება სტრუქტურული ცვლილებები, რის შედეგადაც 14 სამინისტრო 11-ამდე შემცირდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს და გარკვეულ დროს, სავარაუდოდ 2-3 კვირას საჭიროებს.

 

 

„უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას. ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი, მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც თავის თავში გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ სამთავრობო სტრუქტურებს და შემცირებულ მთავრობის ზომას მთლიან ეკონომიკაში.

 

 

ჩვენს მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება. ეს რეფორმა სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროსა და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვსდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება, ხოლო დაახლოებით, 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება კონსულტაციები პარლამენტში, ეს პროცედურები - განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე ხელახლა უნდა გავიაროთ განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად.

 

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროის დაზოგვის პროცედურული ფორმალიზმისა და დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში გავიაროთ, ხოლო სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობის დეტალური განხილვა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოვახდინოთ, როდესაც პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად  წარსდგებიან უშუალოდ ის მინისტრები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე.

 

 

აქვე მინდა დავაზუსტო, რომ სამთავრობო პროგრამა სრულად არის მზად და დღეს იგი დადგენილი პროცედურის თანახმად, განსახილველად რჩება პარლამენტში. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი შედგება", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

გერმანიის მმართველი კოალიცია კრიზისშია მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა საკვანძო მინისტრი გადააყენა და განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში მისი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
  1. შალვა პაპუაშვილი: თეთრიწყაროს მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს საკითხს
  2. საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს
  3. კახა კალაძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე: როდესაც მოვისმინე ამ მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადი გახდა
  4. დონალდ ტრამპი: მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, რომ ამირჩია თავის 47-ე პრეზიდენტად
  5. გერმანიის კოალიციური მთავრობა დაშლის პირასაა მას შემდეგ, რაც კანცლერმა შოლცმა ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
  6. დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა
  7. ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი