ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე მიიჩნევს, რომ დავით სარალიძის მკვლელობა ჯგუფური მკვლელობაა.
ამის შესახებ მან დღეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„დათო სარალიძესთან დაკავშრებით რომ თქვეს, რომ კონკრეტულად სასიკვდილო ჭრილობა არის არტერია, მე ამას არ დავეთანხმებოდი, იმიტომ რომ 12 ჭრილობიდან არ შეიძლება ერთი კონკრეტული გამოყოს. არტერია არის ძლიან სწრაფი და შეიძლება მან დაასწრო, ეს ერთი, მეორეც, ე.ი. რა გამოდის, რომ ვინც არტერია გადაჭრა ის არის მარტო მკვლელი? ესეც არ მესმის არ ვიცი შეიძლება იურისტები ამას რაღაც სხვა თვალით უყურებთ, მე ვთვლი რომ დათო სარალიძის მკვლელობა ეს ჯგუფური მკვლელობაა“, აცხადებს ლევან დადუნაშვილის დედა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.