„ჩემს ძმას დაუნიშნა 5 ათასი და მე დამინიშნა 3 ათასი“ - გიორგი შენგელაია ივანიშვილს „პაზორნი და უსწავლელ“ ადამიანად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მოხსნილი სტიპენდია იმიტომ აღუდგინეს, რომ მისი „შეეშინდათ“
24-06-2018, 23:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცნობილი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ მას ფონდმა „ქართუ“ სტიპენდია მოუხსნა, თუმცა იმის გამო, რომ მისი „შეეშინდათ“, მალევე აღუდგინა. შენგელაია ივანიშვილს „პაზორნი“ და „უსწავლელ“ ადამიანად ახასიათებს და ამბობს, რომ არაფორმალურ მმართველს მისი შემოქმედება არ უყვარს და „უყვარს დიშოვი კომედიები“.

 


„იმდენად არ ვუყვარვარ მე, რომ მაგალითად, ჩემს ძმას დაუნიშნა 5 ათასი და მე დამინიშნა 3 ათასი“, განაცხადა კინორეჟისორმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სადაც მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა და მთავრობის მიტინგების გზით შეცვლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

 


„მე მომიხსნეს სტიპენდია. დამირეკეს იმ ფონდიდან, ჩხეტიანმა... შეეშინდათ, ჩემი ეშინიათ. სირცხვილი მაგათ, ჯერ რომ მომიხსნეს და მერე რომ აღმიდგინეს. ერთი წამი არ გამჭირვებია, ერთი წამი, იმიტომ რომ მთელი დიღომი დამიდგა ფეხზე, ეს არის სოფელი, გაიგეთ? იმდენი საჭმელი მოიტანეს, რომ აღარ მეტეოდა ხალადელნიკში. პაზორნი ხალხია ეგენი, პაზორნი ეს [ივანიშვილი]... არ მინდა, რაა, მაინც რაღაცა გააკეთა საქართველოსთვის მაგ კაცმა და... პაზორნი, პაზორნი. საქართველო საერთოდ დაეცა, ეგეთი ხალხი რომ ცხოვრობს, ეგეთი კაცები. შე ჩემის... გინება არ შეიძლება არა? არც მოწევა. შე კაი ადამიანო, კაცმა გააკეთა „ალავერდობა“, „ფიროსმანი“, გააკეთა „ხარება და გოგია“, გააკეთა „სიყვარული ყველას უნდა“... შენ ვინა ხარ ვაფშე? რატომ ხსნი, აი რატომ ხსნი? ჯერ ერთი საერთოდ არ ვუყვარვარ მაგას გაიგე? მაგას უყვარს დიშოვი კომედიები. იმდენად არ ვუყვარვარ მე რომ, მაგალითად, ჩემს ძმას დაუნიშნა 5 ათასი და მე დამინიშნა 3 ათასი. აი, ეს ელემენტარული ეთიკა... შეიძლება, ორი ძმა არის და, ესეთი რამე გააკეთო?“ განაცხადა გიორგი შენგელაიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო ჩამოქცეულია და „ძალიან ცუდია, რომ ის ერთი კაცი მართავს ყველაფერს“.

 


„იმდენად ჩამოქცეულია სახელმწიფო, შიგნით, აი სტრუქტურები, რომ ახლა მხოლოდ ხალხის ძალისხმევით შეიძლება აქ რაღაცის შეცვლა და რაღაცა ახლის მოტანა. ნახეთ რამდენი ადამიანი იყო? ადამიანი ისე არის მოწყობილი რომ სიცრუეს, დამცირებას რეაქციას აძლევს და ეს იყო დამცირება ჩვენი ახალგაზრდობის და სუყველასი (შენიშვნა: იგულისხმა ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახების ტრაგედია, რის გამოც ხალხი რუსთაველზე გამოვიდა). როდესაც მთავრობა არ ასრულებს თავის მოვალეობას, ხალხს შეუძლია ის გადააყენოს, გამოვიდეს ქუჩაში და გადააყენოს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მთავრობაა ეხლა და ძალიან ცუდია, რომ ის ერთი კაცი მართავს ყველაფერს - აი, ეს არაფორმალური მმართველობა. რა არის ეს? მე ვარ დამცირებული პირადად, უსწავლელი კაცია, აბსოლუტურად“, განაცხადა ცნობილმა რეჟისორმა.

 


მისი თქმით, მან ბიძინა ივანიშვილს წიგნი სახელწოდებით - „ამერიკული კონსერვატიზმის ისტორია“ საჩუქრად მიუტანა, თუმცა ივანიშვილმა ეს წიგნი თაროზე შემოდო და რეჟისორს უთხრა, რომ მას მისი მეუღლე წაუკითხავდა.

 


„ვაძლევ ამ წიგნს, რომ ბიძინა გამოგადგებათ ეს, რომ სახელმწიფო უფრო კარგად მოაწყოთ და... დადო თაროზე და მეუბნება, ჩემი ცოლი ამერიკაშია ეხლაო და ჩამოვა და წამიკითხავსო, წაიკითხავს და მომიყვებაო, მოკლე შინაარსს, გაიგე?“ აღნიშნა შენგელაიამ.

 


მან არ დამალა, რომ ბიძინა ივანიშვილს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორის პოსტი სთხოვა, თუმცა ივანიშვილისაგან საოცარი ქმედების მომსწრე გახდა.

 


„აიღო ტელეფონი, ქუმსიშვილს დაურეკა რომ ხვალვე დანიშნე გიორგი შენგელაია, მერე მოტრიალდა, ისეთი ხიტრი იმერელია, რომ ყველაფერს მოგატყუებს რაა. და მეუბნება, ბატონო გიორგი თქვენ არ წახვიდეთ ქუმსიშვილთან, აი, ნიკუშა წავიდეს - ნიკუშა მახლდა ჩემი შვილი. მეორე დღეს ნიკუშა მივიდა იმ ქუმსიშვილთან. ის რას ეუბნება იცი? ესეთი უცნაური ზარი არ მიმიღიაო, იმან მითხრა, ბიძინამო, რომ დანიშნე გიორგი შენგელაია ერთი დღითო. ერთი ხომ დაურეკა და უთხრა, რომ გიორგი შენგელაია დანიშნე, მე რომ გამოვედი იქედან, კიდევ დაურეკია და უთქვია, რომ დანიშნე ერთი დღით. ეგეთი ვირეშმაკობა გინახია? რომ ხელმძღვანელი ერთ ტრუპკაში რეკავს, ერთს ლაპარაკობს, მეორე ტრუპკაში რეკავს, მეორეს ლაპარაკობს?“ გაკვირვებული კითხულობს ცნობილი რეჟისორი, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტი ძირგამომპალი სტრუქტურაა და იქ ადგილები უზარმაზარი თანხების სანაცვლოდ გაიყიდა.

 


„პარლამენტი არის ძირიდან დამპალი. როდესაც იყო არჩევნები ამ პარლამენტის, ნახევარი ადგილები გაიყიდა“, განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

 


მან თქვა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ელგუჯა გიორგაძე შესთავაზა, თუმცა ის დაიწუნეს და მის ნაცვლად შევარდნაძის პრეზიდენტობისას კახეთის გუბერნატორის შვილი, დავით სონღულაშვილი წარადგინეს.

 


„ერთი გინახიათ ოდესმე გამოსული ტრიბუნაზე ვინმე სონღულაშვილი? ტყუილა ზის იქ, იყიდა ადგილი და ზის. სტავკასაც გეტყვი, მილიონნახევარი იყო სტავკა. მე ამას ვერ დავამტკიცებ, რომ ჩაიდო და სახლში წაიღო ფული... რა არის ვერ გავიგე, გძინავთ ამ ქართველებს თუ? არი რაღაც მექანიზმები, კარგ გამოძიებას შეუძლია დაადგინოს ხმის დათვლა და რაღაცები, სად იყო პადდელკები. როდისმე გინახიათ, რო მაგისთანა რამეებზე გაამახვილა სახელმწიფომ ყურადღება? სამეგრელოში ხდებოდა, სხვაგან, ახლაც ხდება და მოხდება კიდევ, მოხდება თუ არ გაიღვიძეთ. შენ რა კაცი ხარ, რომ 3 ლარს აძლევ კაცს, რომ ხმა მოგცეს. შენ ხომ აჩმორებ იმას სამუდამოდ, აი ნახევარი გურჯაანი დააჩმორეს რაა... მე მიმაჩნია, რომ ეს მიტინგები უნდა განახლდეს, აუცილებლად უნდა განახლდეს. არ ვარგა მთავრობა, უნდა დავითხოვოთ, მე გეუბნებით რომ ეს ახლა მოხერხდება, აი ახლა მოხერხდება უკვე“, აღნიშნა რეჟისორმა, რომელმაც უკვე „პოსტსკრიპტუმის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ არასამთავრობო სექტორში ბევრი განათლებული და პატიოსანი ადამიანი მოღვაწეობს და უპრიანი იქნებოდა ხელისუფლებაში ეს ადმიანები მოსულიყვნენ.

 


„რას ჩააცივდა ამ თავის ნაცნობ-ნათესავებს?“ იკითხა შენგელაიამ და კიდევ ერთხელ დაუბრუნდა იმ თემას, რომ პარლამენტარის მანდატის მოსაპოვებლად სოლიდური თანხების გადახდას ჰქონდა ადგილი, ამ ყველაფერში კი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.

 

 

„მაგან შექმნა ეგეთი ტროიკა, თვითონ დაიმალა ამ არჩევნებზე: ეს იყო კალაძე, ეს იყო ახლანდელი პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე და ეს იყო კვირიკაშვილი. აი, ეგენი წყვიტავნდნენ. მე მაგათ მივწერე, ჩემი ფიქრი და წინადადებები, გიორგაძე გურჯაანაში და ვიღაც კიდე აქ, თბილისში და გამოცხადებული იყო, რომ გაესაუბრებიან ყველას. არც კი გამოიძახეს. მე იცი, როგორ მივაწექი? კალაძეს ვურეკავ, კალაძე მეუბნება რომ ბატონო გიორგი, სუკი (იგულისხმება სუსი) გვაძლევს იმასო, ცნობასო, რომ ეს თქვენი გიორგაძე ნინო ბურჯანაძესთან არის პარტიაში... ნუ, ვითომ პრორუსული... მე წავედი ნინო ბურჯანაძესთან, კამერა წავიღე, ეს ელგუჯაც (გიორგაძე) წავიყვანე და ნინოს ვეუბნები: ამას იცნობთ? საერთოდ თვალით არ გვინახიაო“, დასძინა გიორგი შენგელაიამ.

 

კომენტარები: 11
#11   Reynaldo
      
14 აპრილი 2026 04:06
#10   Ramona
      
References:


Does crazy bulk supplements work

References:
https://classifieds.ocala-news.com/author/sleetgoal2
1 აპრილი 2026 03:36
#9   მანანა
      
განუსაზღვრელად მხიბლავდა მისი თხრობა. ჰაჯი მურატზე. მისი რეჟისორული მიგნება ლევ ტოლსტოის ნაწარმოების ირგვლივ. არსებითად ლაკონურად თქმული ისტორია. მარჯანიშვილს აქვს დადგმული ეს ნაწარმოები, მაგრამ სუსტი რეჟისორობით. დიახ, ეს სიტყვებიც მას ეკუთვნის. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ზუსტად მან აღიმაღლა ხმა და ივანიშვილს უწოდა უვიცი, მერკანტილური ადამიანი. რისთვისაც მას დახმარებაც მოუხსნეს. შემდეგ საქმეში შვილები ჩაერივნენ და მოხუცი, სავარძელს მიჯაჭვული მამა გააჩუმეს. ღირსეული ქმედება დაიმახსოვრეთ. ცუდის ხსომა ბოროტება არა და მოსანანიებელი ცოდვაა. ნათელი თქვენს სულს ბატონო გიორგი. ამენ.

ციტატა: გიორგი
„ჩემს ძმას დაუნიშნა 5 ათასი და მე დამინიშნა 3 ათასი“

ცნობისთვის, იმიტომ რომ "ხელოვნებას ეხმარება" ეგ ივანიშვილი, სახელმწიფო ბიუჯეტში არ იხდის გადასახადებს, როგორც ბიზნესმენი. მარტო კარფურის დათვალეთ. ანუ ხალხის თანხის ნაწილს უხდის "ხელოვან ინტელიგენციას", ამით გადასახადებს არიდებს თავს და თანაც ღვაწყმოსილ ხამხს ამათხოვრებს და უპირისპირებს ერს..... აი რატომ არის ეს კაცი მტერზე უმტრესი...
17 თებერვალი 2020 06:52
#8   levani
      
ყველა ქოცი ერთმაინთზე ბანძი და მათხოვრული სულის რატომ ხართ , იმწილიგენხიან პროლეტარიატიანად , ყველას როგორ შეგიძლით გაყიდოთ ქვეყანა ბიძინას გადმოგდებულ ლუკმაზე
16 თებერვალი 2020 11:05
#7  გიორგი
      
10 წელი იღებდა ბატონი გიორგი 3 ათას ლარს, ხომ? ეს ჯამში 360 000 ლარი გამოდის. კვლავაც, სანამ იცოცხლებს, სავარაუდოდ აიღებს ამ დიდი ოდენობის თანხას, ამ დიდად დამშეულ ქვეყანაში, სადაც მასზე არანაკლები ხალხი შიმშილობს. ნამუსიც კარგი საქონელია, ამაზეა ნათქვამი.
თან საინტერესოა ის, რომ სულაც არ გააკრიტიკებდა იგი ბატონ ივანიშვილს, "ქართული ფილმის" დირექტორად რომ დაენიშნათ ანდა ერთი-ორი მისი კადრი დეპუტატი რომ გაეხადა. ასე რომ, ცუდად წარმოაჩენს ეს ყველაფერი თავად ბატონ გიორგი შენგელაიას პირველ რიგში.
25 ივნისი 2018 08:35
#6   nana kvariantashvili
      
ესეც კაი მეშჩანი ყოფილა
25 ივნისი 2018 08:11
#5   თინა
      
ბიძინა იცი რაში ტყუის? ამხელა დახმარენებს რომ უწევს ინტელიგენციას... ჯობდა პენსიები გაეზარდა და ყველას ერთნაირად მიეღო. ინტელიგენციას კარგი მადა აქვს და რიგით მოქალაქეს არა?
" ღმერთი ადამიანებს არ არჩევს.. ყველასათვის ერთნაირად აწვიმებს"
25 ივნისი 2018 07:46
#4   soso
      
ძმისაც კი შეშურდა იმას მეტს აძლევს და მე ცოტასო ეგ ადარდებს და თავისი ესეთი ბოღმა და უვიცი ლაპარაკით თავის შემოქმედებასაც ჩრდილს აყენებს თორემ მე საერთოდ არ ვარ არავის მეხოტბე არ ივანიშვილის და არც არავისი
25 ივნისი 2018 03:51
#3   ძმას ჭკუა აქვს თქვენ კი -
      
შური და ბოღმა
24 ივნისი 2018 16:46
#2  სანდრო
      
ბევრ საინტერესო რამეს ყვება ბატონი გიორგი შენგელაია. wink
24 ივნისი 2018 15:06
#1   მანანა
      
რას იმადლებით რატო იმადლებით,არავინ არ არის ვალდებული არავის წინაშე, და საერტოდ თქვენ ინტელიგენცია გქვიათ თუ ხარტ ნამდვილად, აი ეს არის ადამიანის გამათხოვრება,და თანაც უმადურობა მეცოდებით ინწელიგენციავ, ჩასარეცხები ხარტ მარტალ იყო მიჩიკო
24 ივნისი 2018 14:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი