სანდრო თვალჭრელიძე: თუ წულუკიანი დარჩა მინისტრის პოსტზე, დიდი ალბათობაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნები წააგოს
25-06-2018, 17:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ თუ თეა წულუკიანი დარჩა გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელად, დიდი ალბათობაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნები წააგოს.

 


აღნიშნულის შესახებ ექსპერტმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 


„ამ ხელისუფლების კიდევ ერთი ყველაზე სუსტი წერტილი სამართალია - ის პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები, რომელთაც ვერ მიაქცია კვირიკაშვილმა ყურადღება და ყველაფერი თეა წულუკიანს გადაულოცა, ასევე უზენაესი სასამართლო და პროკურატურა... პროკურატურაში ჯერ კიდევ სხედან, ერთი მხრივ, კადრები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროსაც კი პროკურორობდნენ, მეორე მხრივ, მიშას დროინდელი პროკურორები, რომლებიც ზემოდან ბრძანებით იღებდნენ გადაწყვეტილებებს, აქედან გამომდინარე, მათ მიმართ გაცილებით ხისტი ზომები უნდა გატარებულიყო, რაც არ გაკეთდა. თუ წულუკიანი დარჩა გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელად, დიდი ალბათობაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნები წააგოს, ამ უსამართლობას ქართველი ხალხი ნამდვილად აღარ აიტანს“, მიიჩნევს ექპერტი და შეკითხვაზე - „ჩვენში არაერთი ფიქრობს, რომ ყველაფერს ივანიშვილი წყვეტს და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება პრემიერი. თქვენი აზრით, მოახერხებს თუ არა ბახტაძე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას?“ - პასუხობს:

 


„ჩემი აზრით, ივანიშვილი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა მაშინაც, როცა წავიდა პოლიტიკიდან და მონაწილეობს ახლაც, როგორც პარტიის ლიდერი, მაგრამ მეეჭვება, ერეოდეს რუტინულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც ბახტაძე სრულიად თავისუფალი იქნება. ჩემი აზრით, მას ექნება საშუალება თვითონ აარჩიოს კადრები მომავალ მთავრობაში. ვნახოთ, რას იზამს? წავა ძველი გზით და ისევ მხოლოდ პარტიული ნიშნით შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს, თუ გაბედავს, რომ მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იყოს. რაც შეეხება მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და „ქართული ოცნების“ ადგილას პროკურორობის კანდიდატის ძებნას სახელისუფლებო სისტემაში არ დავიწყებდი. ვეცდებოდი მომეძებნა დამოუკიდებელი, პოლიტიკურად არაანგაჟირებული პირი. ამ სისტემის რეფორმირება ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ყველაფერთან ერთად, ვერც ვხედავ „ქართულ ოცნებაში“ შესაბამის კადრს. არ მინდა იგივე მივიღოთ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის შედეგად მივიღეთ. სხვას რომ თავი დავანებოთ, ხორავას ქუჩის საქმე გახდა ის ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც პროკურატურის პრობლემები წარმოაჩინა და დაგვანახა, რაოდენ სწრაფად უნდა გატარდეს ამ სტრუქტურაში რეფორმა. თუ „ქართულ ოცნებაში“ ეს ვერ დაინახეს წულუკიანის ხელმძღვანელობით საზღვარგარეთ წაგებული პროცესებისას, ვერც მაშინ, როდესაც ჩვენ მიერ ინტერპოლით ძებნილ პირებს წითელ ცირკულარს ერთმანეთის მიყოლებით უხსნიდნენ, იმედია, ახლა მაინც გამოფხიზლდებიან“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი