ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი, ირაკლი ნოზაძე (პიკასო) სავარაუდოდ, გოგოებმა დაჭრეს, როგორც ამას თვითმხილველები აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძეს ორმა გოგომ მანქანით მოაკითხა, რომლებიც მას უხამსი სიტყვებით მიმართავდნენ და სახლიდან ჩამოსვლას სთხოვდნენ. მათივე ცნობით, მალევე დაჭრილი მომღერალი მანქანიდან გადმოვიდა და დახმარება ითხოვა, იტყობინება „რუსთავი 2“.
„დავინახე, რომ უყვიროდნენ ჩამოდი პიკასოო, უხამსი სიტყვებით და მერე დავინახე რომ ჩამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. რაღაც წამებში გადმოხტა და აქეთ გამოიქცა, სისხლად ვიცლები, მიშველეთო და მერე სასწრაფოში დავრეკე. მანქანით ორი გოგონა ელოდებოდა“, უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა „რუსთავი 2“-ს.
თვითმხილველები ამბობენ იმასაც, რომ გოგონები Mini Cooper-ით იყვნენ.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ თბილისში, წერეთლის გამზირზე მოხდა. მომღერალს ჭრილობები გულმკერდის და ყელის არეში აქვს მიყენებული. ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განუცხადა, პაციენტს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, ასევე, დაზიანებული აქვს ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვი, რის შედეგადაც მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა.
„ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია, მაგრამ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა. ოპერაციის შემდეგ მოთავსდება რეანიმაციაში“, განაცხადა ექიმმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.