პროკურორ ზვიად ფხაკაძის თქმით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძის სახელით მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო
26-06-2018, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ხორავას ქუჩის“ საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ კომისიის გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას, ზაზა სარალიძის სახელით მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიიღო.

 


„როდესაც მე კომისიას ვაძლევდი ახსნა-განმარტებას, იმ პროცესში ჩემს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა, აშკარად ჩემს საპროკურორო საქმიანობას და ასევე კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან დაკავშირებით, რასაც მე კომისიას ვაძლევდი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მე მივმართე შესაბამისი მოხსენებით ბარათით კომპეტენტურ პირს და მოხდება სათანადო რეაგირება. მინდა ცნობისთვის იცოდეთ, რომ ჩემ მიერ ახსნა-განმარტების მიცემის პროცესი ხორციელდებოდა გარკვეული პირების მხრიდან კონკრეტული მუქარის შემცველი ტექსტების ქვეშ. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, თუ კომისიის რომელიმე წევრი დაინტერესედება მე შემიძლია ვაჩვენო ჩემს მობილურ ტელეფონში არსებული მუქარის შემცველი ტექსტები, ოღონდ ეს იქნება იმდენად პირადი, რადგან შეურაცხმყოფელი შინაარსიც არის და დახურულ სხდომაზე შემიძლია წარმოვადგინო“, განაცხადა კომისიის დღევანდელ ხსდომაზე ზვიად ფხაკაძემ.

 


მოგვიანებით საქმის პროკურორმა დააკონკრეტა, რომ მუქარის შემცველი, შურაცხმყოფელი შეტყობინებები მასთან ზაზა სარალიძის სახელით მიდიოდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი