ემზარ კვიციანი: თეა წულუკიანმა ეტყობა რაღაც გამოასწორა, წამოვიდა უკვე უკეთესობისკენ, ეროვნულობისკენ და იმიტომ უნდათ მისი გადადგომა
27-06-2018, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სწორედ ეს არასამთავრობოები არიან, რომლებიც უნიათოს ხდიან ხელისუფლებას, აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი და ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

 

 

როგორც დღეს პარლამენტის სესიაზე კვიციანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება" სწორედ მესამე სექტორის მითითებებს ასრულებს და ისე წყვეტს, ვინ დატოვოს მინისტრის პოსტზე და ვინ - არა.

 

 

ამ კონტექსტში, მან თეა წულუკიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის გადადგომას არასამთავრობოები მოითხოვენ, რადგან წულუკიანი ეროვნულობისკენ წამოვიდა".

 

 

„ამხელა ძალა ამ არასამთავრობოებს, რომ უკვე გაძალებენ დააყენოთ მინისტრი, გადააყენოთ მინისტრი. სამარცხვინოა უბრალოდ. კარგია ძალიან, თეა წულუკიანმა ეტყობა რაღაც გამოასწორა, წამოვიდა უკვე უკეთესობისკენ, ეროვნულობისკენ და იმიტომ უნდათ გადადგომა მაგისი. გამოცოცხლდით პატარა და გამოაცოცხლეთ ხელისუფლება. სწორედ ეს არასამთავრობოები არიან, რომლებიც უნიათოს ხდიან ხელისუფლებას. არ აძლევენ საშუალებას მუშაობის იმიტომ, რომ ეშინიათ. რა გააკეთონ არ იციან. ხვალ გააგდებენ სამსახურიდან არასამთავრობოები. ბოკერია, რომ დაკითხავს წარმოიდგინე. უამრავი პროკურორია მოსაშორებელი, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას უშლის ხელს", განაცხადა ემზარ კვიციანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი