ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე განოეხმაურა თბილისის მერის ინიციატივას კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.
„გვინდა გამოვეხმაუროთ თბილისის მერიის ინციატივას კოოპერატიული ბინათმშენებლობის გამო დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების შესახებ. ეს არის ამ ეტაპისთვის ისტორიული გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების ეს ნაწილი წლიდან წლამდე, ყველა მთავრობის პირობებში იყო უყურადღებოდ მიტოვებული თავის გასაჭირთან პირისპირ. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ პირადად თბილისის მერს კახა კალაძეს, მის ამ ინციატივას, დაზარალებულ მოქალაქეებს და აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ინვესტიციების მოზიდვის და ინვესტორების დაინტერესების საქმეში, აგრეთვე მოვუწოდებთ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს ამ ტენდერებში მონაწილეობისკენ. დავუდგეთ გვერდით თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნაში ქალაქის მერიას“, განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.