ზვიად კვაჭანტირაძე: „სად არიან ის ადამიანები, რომლებმაც „თანაინვესტირების ფონდისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური სპექტაკლი დადგეს?!“
27-06-2018, 16:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოპონენტების მიერ პუშკინის სკვერთან პარკირების მოწყობაზე აგორებული მიზანმიმართული კამპანია მხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლი იყო, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში უმრავლებოს წევრი ზვიად კვაჭანტირაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომელიც მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

 


„როდესაც “თანაინვესტირების ფონდმა” პარკინგის მოწყობის ვალდებულება აიღო, ეს ქველმოქმედების ტოლფასი იყო, ხოლო ოპონენტები ამ პროექტის მის საკუთრებად წარმოჩენას ცდილობდნენ. ახლა კი კარგად გამოჩნდა, რომ იგივე პირობებით, როგორც ეს „თანაინვესტირების ფონდის“ შემთხვევაში იყო, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის ინტერესს არც ერთი ბიზნესი არ გამოხატავს, რადგან უბრალოდ არარენტაბელურია, არამომგებიანია ეს მათთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტების მიერ პუშკინის სკვერთან პარკირების მოწყობაზე აგორებული მიზანმიმართული კამპანია მხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლი იყო. საინტერესოა, ახლა სად არიან ის ადამიანები და რატომ არ აკეთებენ კომენტარებს, რომლებმაც „თანაინვესტირების ფონდისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური სპექტაკლი დადგეს?!“ წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი