ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გონერი მეფარიშვილმა ქალაქ ვანში წმინდა ნინოს ქუჩის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნულ ქუჩაზე ამ დროისთვის სანიაღვრე არხებისა და ქვიშა-ხრეშოვანი გზის გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს.
წმინდა ნინოს ქუჩაზე, ჯამში, 1,500 მეტრი ბეტონის გზის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 409 698 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გიანი“ ახორციელებს.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საავტმობილო გზის აღდგენითი სამუშაოები 24 ივლისს უნდა დასრულდეს.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.