პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ზუგდიდში დაანონსებულ ინიციატივებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია „მნიშვნელოვანს და საჭიროს“ უწოდებს.
მისი თქმით, ზუგდიდი საუნივერსიტეტო ქალაქია და ეს წაახალისებს ადგილობრივ ახალგაზრდებს.
„ახალგაზრდებთან საინტერესო შეხვედრა და სამივე ინიციატივა, რომელიც პრემიერმა ზუგდიდში დღეს დაანონსა: პროფესიული სასწავლებელი, ოლიმპიური საცურაო კომპლექსი და ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია - სამივე მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია და თითოეული ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის მხარდაჭერას და დამაგრებას რეგიონში. მით უფრო, რომ ზუგდიდი საუნივერსიტეტო ქალაქია და აქ კონცენტრირებულია როგორც რეგიონის, ასევე აფხაზეთის ახალგაზრდობა“, აცხადებს მერაბ ქვარაია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.