ზაზა ხუციშვილი: ოპოზიციამ ცრუ განგაში ატეხა, როცა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის საპარკინგე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდა
27-06-2018, 17:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხდებით, დამტკიცდა, რომ ოპოზიციამ ცრუ განგაში ატეხა და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობდა, როცა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის საპარკინგე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდა.

 

 

„როგორც ცნობილი გახდა თბილისის მერიის მიერ გამოხატულ ინტერესს მიწისქვეშა საპარკინგე სივრცის მოწყობის შესახებ, რაც შესაბამისი ტერიტორიის 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებდა, არც ერთი კომპანია არ გამოეხმაურა. მიწისქვეშა პარკირების სივრცის მოწყობა სოლიდური თანხების გრძელვადიან ინვესტიციას  ითვალისწინებს,  რაც ამ ეტაპზე კერძო ბიზნესისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ოპოზიციამ ცრუ განგაში ატეხა და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობდა,  როცა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის საპარკინგე  ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდა. მათი მიზანი არა ქალაქის „დაცვა", არამედ ივანიშვილის მიმართ საზოგადოების უარყოფითად განწყობა იყო, რასაც ვერ მიაღწიეს. ცხადია, რომ ასეთი პროექტების განხორციელებაში პოტენციურ ინვესტორებს ქალაქის ხელმძღვანელობამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი", აცხადებს ზაზა ხუციშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი