საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, სენატორ კორი გარდნერს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი და კონგრესმენების მიერ ინიცირებული ორპარტიული წერილი იყო, რომლითაც კონგრესის წევრები აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებენ.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა.
სენატორის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
მისივე თქმით, საქართველო, რომელმაც ბოლო წლებში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და სანდო მოკავშირეა, რასაც, როგორც სენატორმა აღნიშნა, მისი ქვეყანა განსაკუთრებულად აფასებს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.