ბექა ოდიშარია: მოვუწოდებ ბიზნესსექტორს, კიდევ ერთხელ გაანალიზონ ეს პროექტი და გვერდში დაუდგნენ საკუთარ საქმეს, ქვეყანას და თბილისს
27-06-2018, 18:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერის ინიციატივას და ოპოზიიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.

 

 

„ოპოზიციის შიშველი პოპულიზმი, უსაფუძვლო თავდასხმები და ბრალდებები, როგორც ხელისუფლების, ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და სხვათა მიმართ, სამწუხაროდ, არახალია და ამას საზოგადოება ხედავს, აანალიზებს და სწორედ ამიტომაც ადამიანები სულ უფრო და უფრო ხშირად, და რაც მთავარია სამარლიანად, დისტანცირდნენ ამგვარი ოპიზიციის მოწოდებებისა და ქმედებებისაგან. მათთვის მთავარია ნებისმიერ წარმატებულ წამოწყებას არ დაერქვას „ქართული ოცნების“ სახელი და მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ან თუნდაც მასთან ასოცირებული საინვესტიციო კომპანიის. ეს აღარ გვიკვირს თუმცა დასანანია, რომ თბილისის მერის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს : მერიის მიერ მიწისქვეშა პარკინგზე ინტერესთა გამოხატვაში, რომელიც საპარკინგე ტერიტორიის შესაბამისი ვალდებულებით 1 ლარად გადაცემას გულისხმობს- არც ერთ კომპანიას არ წარმოუდგენია განაცხადი.

 

 

მესმის, რომ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება, რაც ამ ბიზნესის რენტაბელურობაზე აისახება. მესმის, განსხვავებით, „თანაინვესტირების ფონდისაგან", რომელმაც პარკინგის მოწყობის ვალდებულება აიღო, ამ ტიპის ქველმოქმედების ტოლფასი აქტივების განხორციელება საშუალებას მოკლებულია, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიზნესსექტორის და განსაკუთრებით კი დაახლოებული პროფილის კომპანიებს, რომ კიდევ ერთხელ გაანალიზონ ეს პროექტი და გვერდში დაუდგნენ საკუთარ საქმეს, ქვეყანას და თბილისს, რადგან სხვა შემთხვევაში შესაძლოა, მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად კვლავ მუნიციპალიტეტს მოუწიოს სუბსიდირება.

 

 

უკანსკნელ ექვს წელიწადში ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა, რომ გაეთავისუფლებინა ბიზნესი ყველა იმ წნეხისაგან, რომელიც მიუღებელია არა მხოლოდ ამ სექტორისთვის, არამედ ზოგადად დემოკრატიული ქვეყნისათვის და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ჩვენს ხელისუფლებას ემადლიერებიან კიდეც ადამიანები, თუმცა ჩვენი ქვეყანა და მისი გული, თბილისი, ვფიქრობ მხოლოდ მთავრობების საზრუნავი არაა და ამ შემთხვეაში არა როგორც დეპუტატი, არამედ როგრც რიგითი თბილისელი ვისურვებდი რომ მეტი ჩართულობა მენახა ძლიერი კომპანიების მხრიდან. მჯერა რომ სწორედ კერძო - საჯარო ინიციატივებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით შეიძლება ავაშენოთ ის ქვეყანა და საზოგადოება, რომელიც გვსურს მომავალ თაობებს დავუტოვოთ”, აცხადებს ბექა ოდიშარია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი