სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა მოსკოვის მსხვილი სავაჭრო ცენტრიდან - „ატრიუმი“ - სახურავზე გაჩენილი ხანძრის გამო
27-06-2018, 19:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსკოვის ცენტრში მდებარე მსხვილ სავაჭრო ცენტრ „ატრიუმის“ სახურავზე გაჩენილი ხანძრის გამო, სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა, იტყობინება „რია ნოვოსტი“, დედაქალაქის საგანგებო სიტუაციების წარმომადგენელზე დაყრდნობით.

 

 

„ხანძრის კერა სავაჭრო ცენტრის სახურავზე გაჩნდა. მისამართია: ზემლიანოვი ვალის ქუჩა, ნომერი 33. მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია“, განუცხადა სააგენტოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა და დაამატა, რომ ხანძრის მასშტაბი და მისი გამომწვევი მიზეზი დგინდება.

 

 

 

 

შენობაში სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა, ქუჩაში თითქმის 3 ათასი ადამიანი გაიყვანეს.

 

 

მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრის სახურავზე გაჩენილი ცეცხლის კერის ჩაქრობა მოხერხდა. ხანძრის ლიკვიდაცია ადგილობრივი დროით 17:56 საათზე მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

როგორც „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის გარშემო რაიმე სახის დაკვამლიანება აღარ შეინიშნება. ადგილზე კი კვლავ რჩებიან სახანძრო და სამაშველო ჯგუფები.

 


შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია და ავტომფლობელებს მოუწოდებენ მოერიდონ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი