საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ საქალაქო პარკების რეაბილიტაცია და სკვერების კეთილმოწყობა ერთ-ერთი აუცილებელი მიმართულებაა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის პროცესში.
„თბილისში რაც შეიძლება ბევრი ადგილი უნდა იყოს, სადაც როგორც თბილისელები, ისე ჩვენი სტუმრები განიტვირთებიან და სასიამოვნოდ დაისვენებენ. ვერისა და ვაკის პარკისთვის კი ისტორიული პროექტი იწყება, რადგან ამ სკვერების დაარსების დღიდან მათი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. ჩვენ ისინი არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ უფრო გალამაზებული უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს", აცხადებს ნინო წილოსანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.