"დაბა ბაკურიანის ნაწილი უშუქობის გამო პარალიზებულია"
09-01-2014, 23:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დაბა ბაკურიანის მოსახლეობასა და იქ მყოფ ტურისტებს უკვე მეხუთე დღეა ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებათ.
"ტელეგრაფს" ბაკურიანიდან ერთ-ერთი დამსვენებელი დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ უშუქობის გამო დაბა ფაქტობრივად პარალიზებულია. მისი თქმით, უკვე ოთხი დღეა ბაკურიანში დაკეტილია მაღაზიების უმეტესობა, ბანკები.


"უკვე მეოთხე დღეა ელექტროენერგია არ მოგვეწოდება, გასული 4 დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მოდის და ისევ ითიშება. დაკეტილია მაღაზიები, არ მუშაობს ბანკები. იმ მაღაზიებში კი, რომლებიც ღიაა, სურსათის შეძენა რისკს წარმოადგენს, რადგან პროდუქტი კუსტარულადაა შენახული. კურორტზე სანთლის დეფიციტია, ხალხი რიგში დგას, რომ ბოლო სანთელი მაინც შეიძინოს. ერთი სანთელი ოთხი ლარი ღირს",- აცხადებს ერთ-ერთი დამსვენებელი. დამსვენებელი "ენერგო პრო ჯორჯიას" გულგრილობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლები უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ჰპირდებიან პრობლემის მოგვარებას.


რატომ არ მიეწოდება ბაკურიანს დენი და როდის აღუდგება კურორტს სრულად ელექტრომომარაგება? ამასთან დაკავშირებით "ტელეგრაფი" "ენერგო პრო ჯორჯიას" დაუკავშირდა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ ბაკურიანის ნაწილს რამდენიმე დღეა ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, თუმცა უარყოფენ, რომ დენის გათიშვამ კურორტის პარალიზება გამოიწვია. რაც შეეხება ელექტრომომარაგების შეფერხების გამომწვევ მიზეზს, კომპანიაში ამის მიზეზად ბაკურიანის ერთ-ერთ ტრანსფორმატორზე ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობას ასახელებენ.

 

"ბაკურიანში, საკურორტო სეზონის გამო, ელექტროენერგიის მოხმარებამ მკვეთრად მოიმატა. სწორედ იმიტომ, რომ არ გადაიტვირთოს და უფრო მასშტაბური პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდეთ, დაზღვევის მიზნით, ერთ-ერთ ტრანსფორმატორზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ბაკურიანში სულ 4000 აბონენტია, ამ ოთხი ათასი აბონენტიდან, მხოლოდ 200 აბონენტს შეექმენა ელექტრომომარაგების პრობლემა. ჩვენი კომპანიის თანამშრომლები 24 -საათიან მორიგეობას ახორციელებენ, რომ დაზიანების შემთხვევაში პრომლემა ოპერატიულად აღმოფხვრან",- განუცხადეს "ტელეგრაფს" პრესსამსახურში. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანებულ ტრანსფორმატორზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და ბაკურიანში ელექტრომომარაგების მიწოდება უახლოეს წუთებში აღდგება.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი