მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა და იმ შემთხვევაში, თუ ბრალი დაუმტკიცდა, მას 16-დან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
პროკურორი აცხადებს, რომ საქმეში არის უტყუარი მტკიცებულება ვიდეომასალის სახით, სადაც მალხაზ კობაური დეტალურად უყვება მომხდარის შესახებ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულს ვიდეოში დეტალურად აქვს აღწერილი, სად და რა ვითარებაში გადამალა მკვლელობის იარაღი. მწყემსმა იარაღი ვაზნებისგან დაცალა და მთის ფერდობზე მოისროლა.
პროკურორმა განაცხადა, რომ მალხაზ კობაურმა ზურგში და შემდეგ თავში სანადირო იარაღით ესროლა რაიან სმიტს, რის შემდეგაც ამერიკელი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცოლი გაქცევას შეეცადა, თუმცა ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა. აღნიშნულის შემდეგ კობაურმა თავის არეში ესროლა 4 წლის ბავშვს, რის შედეგადაც ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, მკვლელობის მიზეზი მალხაზ კობაურსა და მოკლულ მამაკაცს, რაიან სმიტს შორის მომხდარი კონფლიქტი გახდა. საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიას განუცხადა, რომ კონფლიქტის საფუძველი იარაღის უსაფრთხოდ მოხმარების წესების დარღვევა იყო.
ბრალდებული კი აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.
„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამიშვილებს დაგიხოცავთო", თქვა მწყემსმა სასამართლო სხდომაზე, ვიდრე მოსამართლე მას პატიმრობას შეუფარდებდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში, 7 ივლისს, ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა სმიტი - დაღუპული იპოვეს. მაშველების მიერ მოგვიანებით აღმოჩენილ იქნა მათი 4 წლის შვილის ცხედარიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.