გია ხუხაშვილი: ოპონენტებს „ცივ წყალს გადაასხამს“ ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება
14-07-2018, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასახელების შემთხვევაში ოპოზიციის შანსები ნულდება, თუმცა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან როგორც ფიქრობს, ივანიშვილის დასახელება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი ამას თავად გადაწყვეტს, მისთვის კი, ხუხაშვილის თქმით, პოლიტიკაში რეინტეგრაციის გადაწყვეტილებაც რთულად მისაღები აღმოჩნდა და მით უფრო, არის თუ არა მზად პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 


„მე მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასახელებას საპრეზიდენტო კანდიდატად“, უთხრა GUARDIAN.GE-ს გია ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ივანიშვილის გაპრეზიდენტება ქვეყნისთვის, ინსტიტუციური წესრიგისთვის და პირდად პარტიის მოქმედი თავმჯდომარის პოლიტიკური იმუნიტეტისთვის საჭიროა. ექსპერტის შეფასებით, ივანიშვილი, რომლის პოლიტიკური ოპონენტები აპელირებენ ჩრდილოვან მმართველობაზე, არალეგიტიმურობასა და საზოგადოების მხრიდან ნდობის დაკარგვაზე, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და შემდეგ უკვე გამარჯვების შემთხვევაში, ოპონენტებს „ცივ წყალს გადაასხამს".

 


„დაასახელებს თუ არა „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად, ეს თავად ივანიშვილზეა დამოკიდებული. მე, სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვუყურებ მოვლენების ასეთ განვითარებას. მისთვის რთული იყო საერთოდ პოლიტიკაში რეინტეგრაციაზე გადაწყვეტილების მიღება. მან ეს ნაბიჯი გადადგა, უფრო შორს წასვლისთვის რამდენად არის ის მზად, აქ სერიოზული კითხვის ნიშნებია, თუმცა, ჩვენ საჭიროებაზე ვისაუბრებთ, ქვეყნისთვისაც, ინსტიტუციური წესრიგისთვისაც, პრინციპში, პირადად მისთვისაც კარგი იქნებოდა მას რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ეჭვქვეშ აყენებს მის ლეგიტიმურობას, ლაპარაკია ჩრდილოვან მმართველობაზე, საუბარია, რომ მას დაკარგული აქვს ხალხის ნდობა და ლეგიტიმაცია. თუ ის საარჩევნო გზით დაადასტურებდა ხალხის ნდობას, ეს, ბუნებრივია, მას ძალიან გაამაგრებდა და შეუქმნიდა სერიოზულ პოლიტიკურ იმუნიტეტს და იმის კომფორტს, რომ მასზე ეს მუდმივი სპეკულაციები ჩრდილოვან მმართველობაზე, ბრალდებებით აპელირება, ასე რომ ვთქვათ, დიდწილად გადაიფარებოდა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა სასარგებლო, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს.

 


„იმუნიტეტი ბიძინა ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ - პირველი: ვინც თვლის, რომ მას დაკარგული აქვს, ანუ ხალხი მას არ ენდობა, ის საარჩევნო გზით დაადასტურებს, რომ ეს ასე არ არის, ეს მის ოპონენტებს დიდწილად ცივ წყალს გადაასხამს იმიტომ, რომ აპელირება რაზეა - რომ მას უზურპირებული აქვს დიდწილად ხელისუფლება და თუ მას ხალხი აირჩევს, მაშინ ეს მთავარი არგუმენტი ოპოზიციის მხრიდან იქნება გადაფარული და ეს შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ იმუნიტეტს და კომფორტს იმისთვის, რომ სერიოზული რეფორმები ჩატარდეს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება იმ შემთხვევაში, თუ თვითონ დათანხმდა. მისთვის ეს საკმაოდ არაკომფორტული და ძნელადმისაღები გადაწყვეტილებაა“, უთხრა GUARDIAN.GE-ს გია ხუხაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად ივანიშვილის დასახელების შემთხვევაში, ოპოზიციის შანსები ნულდება.

 

 

„რაც შეეხება ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის შანსებს, ოპოზიციის შანსები, ისედაც ბუნდოვანია ნებისმიერ შემთხვევაში. ივანიშვილის დასახელების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ნულდება ეს შანსები იმიტომ, რომ ერთადერთი შანსი ოპოზიციის მხრიდან იმისთვის, რომ თუნდაც მეორე ტური იქნას დანიშნული, არის მარგველაშვილის მონაწილეობა არჩევნებში. ამის გარეშე, მეორე ტურამდე არ მიდის საქმე და „ქართული ოცნება" იგებს პირველივე ტურში. თუ ბიძინა ივანიშვილი დააყენებს თავის კანდიდატურას, მარგველაშვილმა, ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უარი უნდა თქვას ამ პროცესში შესვლაზე და პირველივე ტურში ყველაფერი დასრულდება", აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

კომენტარები: 1
#1   სტ
      
ბ-ნო გია დიდ პატივს გცემდით და აზრს ნუ შემაცვლევინებთ. . .
23 ივლისი 2018 14:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი