რომან გოცირიძე მამუკა ბახტაძეს: კვირიკაშვილს ებრძვით და ქუმსიშვილს, სიღარიბესაც მარტო მათ აბრალებთ, გავიწყდებათ - ღარიბაშვილი იყო მანამდე პრემიერი და ივანიშვილი - თქვენ ხელისუფლებას მოჰკითხეთ ჭარბვალიანობა
14-07-2018, 14:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბ-ნო მამუკა, თქვენ თითქმის ყველა გამოსვლაში ახსენებთ ჭარბვალიანობას და საუბრობთ გარკვეული მუქარით, აი, ჭარბვალიანობა თითქოსდა, თქვენ დაგრჩათ მემკვიდრეობით და ეს მემკვიდრეები გაუგებარია ვინ არიან - ოპოზიციაა? საიდან გაჩნდა ჭარბი ვალი? - მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხდონ.

 

 

რომან გოცირიძის თქმით, 2003 წელს საქართველოში გაცემული იყო 8.8. მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, ახლა კი 23 მილიარდი ლარია. მისი განცხადებით, სესხი უნდა იზრდებოდეს, თუმცა, ადამიანს უნდა ჰქონდეს გადახდისუნარიანი შემოსავალი, ამის არარსებობის პირობებში კი, ქვეყანაში ჭარბვალიანობის ნაცვლად, ვალგადაუხდელობა წამოიშვა, რასაც გოცირიძე „ქართული ოცნების" არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

 

 

„გაიზარდა სესხები - სასესხო პორტფელი კომერციული ბანკების. დაახლოებით, ამ მასშტაბით არის შეფარდება ფიზიკური პირების სესხებთან დაკავშირებით და თქვენ ფიზიკურ პირებს გულლისხმობთ. კარგია, რომ საბანკო სისტემა ვითარდება, კარგია. თქვენ ამას აღიქვამთ, როგორც ჭარბი ვალის წარმოქმნად. ქვეყანაში ჭარბვალიანობა კი არ არის პრობლემა, ქვეყანაში არის პრობლემა ვალგადაუხდელობის. ხალხმა აიღო ვალი, ისესხა ფული, იხდიდა პატიოსნად თქვენმა, მე ვამბობ „ქართული ოცნების" არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გააუფასურა ლარი, თქვენმა არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ გამოიწვია ფასების ზრდა და ადამიანებს არ დარჩათ ფული სესხის გასასტუმრებლად.

 

 

სესხგაუსტუმრებლობასთან გვაქვს, ბ-ნო მამუკა, პრობლემა და არა სესხის ზრდასთან. სესხი უნდა იზრდებოდეს, ოღონდ ადამიანს უნდა ჰქონდეს გადახდისუნარიანი შემოსავალი. და თქვენ ამას ისეთი ხმით ამბობთ, თითქოს, დამნაშავე იყოს ვინ? - კვირიკაშვილს ებრძვით და ქუმსიშვილს, სიღარიბესაც მარტო მათ აბრალებთ და გავიწყდებათ, რომ ღარიბაშვილი იყო მანამდე პრემიერი და ივანიშვილი. თქვენ ხელისუფლებას მოჰკითხეთ ჭარბვალიანობა", მიმართა რომან გოცირიძემ მამუკა ბახტაძეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი