თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
17-07-2018, 21:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისში,  ბაგრატის ტაძრის ეზოში ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. ამის შესახებ ტაძრის ეზოში შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

 

 

„მოგესალმებით, ჩემო იმისტებო, ჩემო ამისტებო, ძალიან კარგებო და მაგრებო, ვღელავ... ბევრჯერ დამიწერია სტატია აი, ამ ბაგრატის გამო. რატომ გაუკეთეთ მხოლოდ რესტავრაცია და რეკონსტრუქცია-რესტავრაცია რატომ არ გააკეთეთ-მეთქი? ახლა ეს ბაგრატი, ჩემი დაწუნებული რემონტით და იუნესკოს დაწუნებული რემონტით დგას ლამაზად, ძალიან ლამაზად დგას. მაგრამ, საყდრისი აღარ არის. ააფეთქეს. ააფეთქა ჩემმა, მე რომ ხმა მივეცი 2012 წელს, იმ ხელისუფლებამ.

 

 

 

 

„მე აქ, პარტიული არჩევნები რომ იყოს, მე აქ არ ვიქნებოდი. მე ჩემი რაღაც პრინციპები მაქვს. მე მგონი თქვენთვის, ყველასთვის მისაღები, მაგრამ ეს არის პარტიული არჩევნები და ეს არის ინდივიდუალური პიროვნების არჩევა. ძალიან საინტერესო კანდიდატია. ვინ უნდა მოსულიყო ჩემს სახლში, რომ მე რაღაცნაირად ამაზე თანხმობა მეთქვა. იმიტომ რომ მე არა ვარ არც ერთი პარტიის წევრი. არ არის ეს ჩემი მოწოდება არანაირად. მაგრამ ძალიან მაწუხებს ჩემი ქვეყანა და მაქვს ერთი რაღაც. ის რაღაც არის დასავლეთის კურსი. და არ მგონია, რომ ამას ვერ მოვესწრო. მგონია რომ ამას მოვესწრები. არავითარი ემოციური გადაწყვეტილება არ მიმიღია. ყველაფერი ძალიან გააზრებული მაქვს, ზედმიწევნით, ისე, როგორც არასოდეს. დიახ, ეს ინსტიტუცია [პრეზიდენტის], როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიციურმა ძალამ“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა და დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს მხარი ახლანდელ ხელისუფლებას დაუჭირა, დღეს ოპოზიციური გაერთიანების გვერდით დგას, თან ხაზი გაუსვა, რომ თავად არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს.

 

 

მან თქვა, რომ ის, რაც ახლა დასავლეთთან ურთიერთობების მიმართებით დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ხდება, „შეგნებული სტაგნაციაა“.

 

 

ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში „იყო დიდი შეცდომები, მაგრამ მას შემდეგ გაკეთებული არაფერი უნახავს", არც ბათუმში, არც ქუთაისში და არც სხვაგან.

 

 

თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი „უნდა ჩავაბაროთ გამოცდილ დიპლომატს“ და ასეთი, მისი აზრით, გრიგოლ ვაშაძეა.

 

 

„ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა მოხვდეს ოპოზიციონერის ხელში და ისეთი სტაბილური პიროვნების ხელში, ისეთი კეთილშობილი ადამიანის ხელში, რომლის ოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი“, თქვა ჩარკვიანმა. 

 

 

 

კომენტარები: 5
#5   zaza
      
თაკო ჩარკვიანი არის ძAლიან კარგი ადამიანი, ისევე როგორც მისი ძმა მამუკა ჩარკვიანი
18 ივლისი 2018 01:27
#4   ნინო
      
კი მაგრამ ყველგან მიტინგებსა თუ ტელევიზიებში ამ ქალს რატომ დააპორწიალებენ, ვის აინტერესებს ამის აზრი, შეირგოს კარგი მამის შვილობა და დაეტიოს რა მის კანში, ნუ ბოთაობს და ნუ პრუწკავს იმ ტუჩებს... ტოჟე მნე პატრიოტკა ნედოტრახანნაია
17 ივლისი 2018 18:12
#3   eka
      
ციტატა: დიანა
სულ ვამბობ,რომ ეს კრეტინკა ქალი არის გაუგნებელი ყეყეჩი!

შენ გაგნებული კრეტინკა ხარ?
17 ივლისი 2018 18:05
#2   David
      
გააზრებულად თუ გაუაზრებლად თაკო ჩარკვიანს სურს ისევ ნაც-ქოცობის ამ მოჯადოებულ, მანკიერ წრეში ვიტრიალოთ!

4+1=5!
17 ივლისი 2018 13:10
#1   დიანა
      
სულ ვამბობ,რომ ეს კრეტინკა ქალი არის გაუგნებელი ყეყეჩი!
17 ივლისი 2018 12:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი