ბიძინა ივანიშვილი: „თითქოს მე გადავთხარე მთელი აჭარა და სამეგრელო - სულ 120 ხეზეა საუბარი, ყველაფერი საზოგადოებას რჩება... საკუთარი, პირადი ფულით გავაკეთე ყველაფერი“
25-07-2018, 00:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში მის მიერ ხეების გადატანის შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ რასაც იგი აკეთებს დადებითის გარდა არაფერი ახლავს - „ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ხეების გადატანა ძალიან ძვირია და შეიძლება ზოგმა „ახირებად“ აღიქვას. ამაში ბევრი პირადი ფული იხარჯება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი საზოგადოებას რჩება“, აღნიშნა ივანიშვილმა.

 


მისი თქმით, „ის ხალხი, რომელიც ეკოლოგიის შესახებ მსაყვედურობს და თვითონ ერთი ხეც არ დაუდგამთ, მარტო ჭოროხზე გავიდნენ და ნახონ ყველაზე საინტერესო პარკი, რომელიც ევკალიპტებითაა სავსე და რომელიც ადრე ჭაობებითა და კანალიზაციის მილებით იყო სავსე“.

 


ივანიშვილი ამბობს, რომ ხეების გადარგვის პროცესში, 5 მილიონი გზების მშენებლობაში დახარჯა, რომლებიც სოფლის მოსახლეობას დარჩა და ისინი იყენებენ. „სახელმწიფო ბიუჯეტის დახარჯვას როგორ ვიკადრებდი?! მე საკუთარი, პირადი ფულით გავაკეთე ყველაფერი“.

 


„ეს არის ყველაზე დიდი ბრალდება და საზოგადოებას ეს ბრალდება ლეგიტიმურადაც შეიძლება მოეჩვენოს, როგორც აფორმებს ამას „რუსთავი 2“ და ოპოზიცია, მე გადავთხარე მთელი აჭარა და სამეგრელო. სულ 120 ხეზეა საუბარი და რაც დამრჩა შემოსატანი, 140 ხემდე შეიძლება ავიდეს. კარგად რომ გავარჩიოთ ეს პროცესი, რომელიც ყველაზე ხმაურიანი და დიდხნიანი იყო, ოპოზიციის მრავალი ბრალდება იყო იმის შესახებ, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, ელექტროენერგია გამოვრთეთ, საცობები შევქმენით, დაითხარა და აღარ აღდგება ეკოლოგია და ვითომ გავანადგურე ბუნება და ეკოლოგია. რეალურად, მე ამაზე ერთი გადაცემა შემიძლია გავაკეთო და ოპოზიციასაც შემიძლია შევხვდე საჯაროდ. რასაც მე ვაკეთებ, პლუსის მეტი არაფერია. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ხეების გადატანა ძალიან ძვირია და შეიძლება ზოგმა „ახირებად“ აღიქვას. ამაში ბევრი პირადი ფული იხარჯება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი საზოგადოებას რჩება. მაგალითად, საზოგადოებამ 12 მილიონი მიიღო კონპენსაციად იმისთვის, რომ გზებზე გავეტარებინე. ნაკვეთზე, რომლის ყიდვისთვის ერთ კვადრატულ მეტრში 10 დოლარი უნდა გადაიხადო, მე ამ ათ დოლარს ხის გატარებაში ვიხდი. ამ ტერიტორიაზე ერთი საათის მანძილზე გადასაადგილებლად იგივე ფასს, ზოგჯერ მეტსაც, ვიხდი. ეს ფული მთლიანად მოსახლეობას რჩება. რკინიგზაც ბევრ ფულ იღებს იმაში, რომ გადაატაროს ეს მანქანა. მაგრამ, არასდროს არ ყოფილა მატარებლის გაჩერების შემთხვევა. ამის შესახებ ძალიან ხშირად ცრუობს „რუსთავი 2“. გარდა ამისა, საქართველოში სამი ბორანი შემოვიდა, რომელიც აქ დარჩება და ეკონომიკაში შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს. სპეციალური მანქანა, რომელიც 1 200 000 ღირს, დარჩება საქართველოში. ამ პროცესიდან ბიუჯეტში 14 მილიონი ლარი შევიდა. ვერ დამისახელებთ მინუსს. ერთადერთი, რაც შეიძლება მინუსად ჩავთვალოთ, მაქსიმუმ 15-წუთიანი საცობების წარმოქმნაა. მინდა მძღოლებს ბოდიში მოვუხადო ამ უხერხულობისთვის. ამის მეტი არაფერი გაფუჭებულა, არაფერი გადაშენებულა და ეკონომიკას საერთოდ არ შეხებია. ის ხალხი, რომელიც ეკოლოგიის შესახებ მსაყვედურობს და თვითონ ერთი ხეც არ დაუდგამთ, მარტო ჭოროხზე გავიდნენ და ნახონ ყველაზე საინტერესო პარკი, რომელიც ევკალიპტებითაა სავსე და რომელიც ადრე ჭაობებითა და კანალიზაციის მილებით იყო სავსე. ხეების გადარგვის პროცესს პოზიტივის მეტი არაფერი ახლდა და პარკიც ძალიან საინტერესო გამოვა. ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება და ოპოზიცია ამაზე მინიშნებას საერთოდ არ აკეთებს. „საკუთარ ეზოში და საკუთარ სახლში მიაქვსო“, საკუთარი იყო „ციცინათელაც“. მე ის ტერიტორიები შევისყიდე. ზოგი მოსახლეობისგან, ზოგი - სახელმწიფოსგან. შევისყიდე, ავაშენე „ციცინათელა“ და სახელმწიფოს მიწებიანად ვაჩუქე. მსგავსი რამ მოხდა „დიდველზეც“, როდესაც მე შევისყიდე ის მიწები და შემდეგ საბაგიროებიანად სახელმწიფოს გადავეცი. კიდევ იყო შემთხვევები, როდესაც ტერიტორია შევისყიდე, გავაკეთე და სახელმწიფოს ვაჩუქე. ხეების გადარგვის პროცესში, 5 მილიონი გზების მშენებლობაში დავხარჯე, რომლებიც სოფლის მოსახლეობას დარჩა და ისინი იყენებენ. სახელმწიფო ბიუჯეტის დახარჯვას როგორ ვიკადრებდი?! მე საკუთარი, პირადი ფულით გავაკეთე ყველაფერი“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

 

კომენტარები: 15
#15   Nino jankhoteli
      
Misi sikete misi qveynistvis rasac ametebs sheufasebelia da visac ar unda dainaxos arc dainaxavs....umaduri adamianebs ufali gauswordeba chven ki madlierebma vilocot am adamianistvis kidev bevri sheazlebinos gmertma!
4 ივნისი 2020 04:27
#14   ნინო სოსელია
      
გვერდის ადმინისტრატორი უნდა ახერხებდეს უცენზურო სიტყვების შემცველი შეურაწმყოფელი კომენტარების დაბლოკვას. მადლობა
4 ივნისი 2020 01:47
#13  ირინა
      
სამარცხვინოა ზოგიერთი უმადური და უზრდელი ადამიანების აზრი ბიძინას შესახებ.აქამდე ვერაფერი დაინახეს და აწი იმედი აღარ მაქვს რადგან ბრმა ვერაფერს დაინახავს,რომელი ერთი სიკეთე უნდა ჩამოთვალო რომელსაც უანგაროდ აკეთებს და მადლობის ნაცვლად სთხოვენ უფრო მეტი გვინდაო,აი ასეთი სიმართლით იარეთ უმადურო,ბნელო ადამიანებო ვისაც გეხებათ.
12 მარტი 2019 02:51
#12   ია ხავთასი
      
გაძლიეროთ ღმერთმა....დადებითის და პოზიტიურის გარდა ვერაფერს ვერ ვხედავ თქვენი ქმედებებში, ეს პარკიც ისე მიხარია, ციცინათელაც, ბლექ სეაც, პარაგრაფიც...და ღმერთმა მეტი და მეტი გაშენებინოთ, ნეტავ თქვენნაირი რამდენიმე ქართველი კიდევ მოგვცა, რომ ხელი ხელი მისცეთ და ქართულად მოაზროვნე ( არა აზიატებს, არა ევროპელებს, არა ამერიკელებს თუ სხვებს) ქართული მამა-პაპური ზნეობით მოაზროვნე სულიერად ჯანმრთელ ხალხს სული მოათქმევინოთ, თორემ სადაცაა წაგვლეკავს სარეველა....პატივისცემით....
11 მარტი 2019 08:12
#11   zura
      
ყველას დედას შევეცი ვინც ეენ ხმა მოგცა და აგირჩია,მოგიტყანთ დედის პირი და მაქებარი,ვისაც მოსეონხარ კიდევ,მოგიტყანთ მკვდარიც და ცოცხალიც...
10 მარტი 2019 03:27
#10  sandro
      
2018 წელს ბევრი დებილი ყოფილა ჯერ კიდევ და საინტერესია 2019 ში რა ხდება . აეხილათ თვალი?...:)))))))))))))))))))))))))))))
9 მარტი 2019 23:10
#9   Lasga
      
Bidzi shen mogitkan ojaxi da vinc aq gamartlefs imasac fu tqveni kacobisa da qartvelobisacqd43y64
9 მარტი 2019 23:04
#8   ლევან თავდიშვილი
      
ქვეყანას ნუ წაბილწავს ამ პიდარასტებით, ნარკო ბარონებისთვის ბოდიშის მოხდით, მათთვის მისამღერებით და მოთხაროს ეს ხეები, ფულს იხდის ხომ არ იპარავს... :)
9 მარტი 2019 14:34
#7   მარინე
      
მე ვიცი, რომ არაჩვეულებრივი პარკი გაშენდა, ეკოლოგიასაც არ მიადგა ამით ზიანი, რადგან ეს ხეები სხვადასხვა ადგილიდან არის წამოღებული, ისიც ვიცი, მოვისმინე ადგილობრივებისგან, რომ ყველას გადაუხადეთ კომპენსაცია და ყველამ მხოლოდ იხეირა...მიხარია, ეს ლამაზი პარკი და მადლობელიც ვარ... მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვიგებ, ნუთუ ეს, თუნდაც ულამაზესი პარკი, ამჟამად მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის?... ამ დიდი ფულით და კიდევ იმ ფულით, ამგვარ კარგ საქმეებში რომ ხარჯავთ უანგაროდ, რამდენი დიდი საწარმოს გახსნა შეიძლებოდა, რამდენი ფერმის ამოქმედება სოფლებში, ქართველი კაცი ფეხზე დადგებოდა, მხრებში გაიმართებოდა და დასახმარებლად აღარ გაიწვდიდა ხელს, საკუთარი შრომით ოჯახს შეინახავდა... ეს ხომ უფრო გვჭირდება დღეს... sad
9 მარტი 2019 09:10
#6  ქართველი
      
ციტატა: მარინე
უფლისგან რჩეული ადამიანი ხართ, გთხოვთ ქვეყანას მიხედოთ როგორც ქრისტიანი,ხომ ხედავთ რა დღეშია საქართველო. ფული ოხრად დაგვრჩება თუ ადამიანები აღარ იქნებიან.რაც გინდათ და როგორც გსურთ ისე ქენით თქვენსას ხარჯავთ.ჩემთვის ერთი კარგი ადამიანი ბრძანდებით.საჩხერე ჩემი დედულეთია, ყველა მიყვარხართ.

თქვენნარი მლიქვნელების, მედროვეების და გამყიდველების გამო არის საქართველო ამ დღეში... რაც უნდა ის ქნას არა? ვაი თქვენ პატრონს....
9 მარტი 2019 03:18
#5  მარინე
      
უფლისგან რჩეული ადამიანი ხართ, გთხოვთ ქვეყანას მიხედოთ როგორც ქრისტიანი,ხომ ხედავთ რა დღეშია საქართველო. ფული ოხრად დაგვრჩება თუ ადამიანები აღარ იქნებიან.რაც გინდათ და როგორც გსურთ ისე ქენით თქვენსას ხარჯავთ.ჩემთვის ერთი კარგი ადამიანი ბრძანდებით.საჩხერე ჩემი დედულეთია, ყველა მიყვარხართ.
31 აგვისტო 2018 12:06
#4   ნელი
      
მაგ თანხა მედიცინაში ჩაგედო,რამდენ ახალგაზრდას გადაარჩენდი,რამდენ ბავშვს
ააცილებდი ობლობას.ფული შენია,არავის შეუძლია გიკარნახოს. მაგრამ ის უფრო საღვთო საქმე იყო.ჩვენ ჯერ არ გვაქვს ცხოვრების ის დონე,რომ მაგ პარკის არ ქონას დავეჩაგრეთ
30 აგვისტო 2018 19:26
#3   zviadi
      
სირცხვილია, რომ ახსნა განმარტებას ვთხოვთ ამ კაცს
30 აგვისტო 2018 12:42
#2   ვანო ნაცვალაძე
      
რას ერჩით მაგ კაცს მაგისთანა კაცი კიდევ ბევრი იყოს რომ საქმე აკეთოს და ხალხი დასაქმდეს,მართლაც რომ პლუსის მეტი არ ითქმის,რამდენი რამ აქვს გაკეთებული ქვეყანაში ისე რომ თავი არ წარმოუჩენია და ხალხი იმიტომ ვერ ხედავს, თუნდაც ციცინათელა ავიღოთ გააკეთა აჩუქა სახელმწიფოს და სახელმწიფომ გაყიდა და ისევ ბიძინამ იყიდ თურქებს რომ არ ეყიდათ.
7 აგვისტო 2018 01:50
#1  დავითი
      
ჯიგარი ხარ ბიდზინა.ბევრი მილიონერი ყავს საქარტველოს მაგრამ არავინ ხარჯავს.ჯმოტები
29 ივლისი 2018 00:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი