რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ ასზე მეტი პროექტი განიხილა
11-01-2014, 23:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 2014 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი 100-ზე მეტი პროექტი განიხილეს.


პროექტები თავად მუნიციპალიტეტებმა შეიმუშავეს და მათი პრიორიტეტულობაც თავადვე განსაზღვრეს. კომისიამ მიღებული განაცხადების უმეტეს ნაწილს დადებითი რეკომენდაცია გაუწია, რამდენიმე პროექტი კი დამატებით შესწავლას საჭიროებს. განხილული პროექტების საერთო ღირებულება 36 მილიონ ლარამდეა, საიდანაც სამუშაოებისთვის 35,5 მილიონი ლარია, ხოლო 500 ათასი ლარი პროექტირების თანხაა.


საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო სამუშაოებისთვის 135 მილიონი ლარი მუნიციპალიტეტებს უკვე გამოუყო. სამთავრობო კომისიის მიერ დღეს დამტკიცებულ პროექტებზე კი მთავრობა გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებს.


მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დასაფინანსებელი პროექტებიდან პრიორიტეტული გზის საფარის მოწესრიგებაა. აგრეთვე, სხვადასხვა რეგიონებში დაგეგმილია ეზოების კეთილმოწყობა, საკანალიზაციო სისტემების გამართვა, საფეხბურთო სტადიონებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ამხანაგობების მიერ შემუშავებული წინადადებების თანადაფინანსება, საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია და სხვა.


რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია დამატებითი საკითხების განსახილველად 2 კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

 

 

 

 

 

 

 


http://www.mrdi.gov.ge/ge/news/press/52d0268c0cf287f210067a7f 

 

 

 

 

http://www.mrdi.gov.ge/ge/news/press/52d0268c0cf287f210067a7f

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი