სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს
06-08-2018, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მთაწმინდის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

 

 

„მინდა გითხრათ ოფიციალურად, რომ ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არ მომხდარა ერთ დღეში - ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ადამიანი ფიქრობდეს ამაზე და იცით, რომ 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, გადაწყვეტილებამდე მისვლა არის საკმაოდ მძიმე....

 


ეს დიდი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და არამხოლოდ მათ წინაშე - ყველა იმათ წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შემდეგ ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლა - ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემ ოჯახში და არამხოლოდ ჩემ ოჯახში, ვინც იქნებოდა საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი.

 

 

და ვერც ერთი გახდა ვერც პრეზიდენტი, ვერც პარლამენტში ვერ იმუშავა, სახელმწიფო მოღვაწეობა ვერ შეასრულეს, რისთვისაც ჩემზე ბევრად მზად იყვნენ. ამ ადამიანების მიმართ, მე ვთვლი, რომ არ შეიძლება ამ მომენტში, ამ გამოწვევაზე უარისთქმა და არწასვლა ბოლომდე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი.

 


რისთვის ვიქნები პრეზიდენტი, ესეც მნიშვნელოვანია საკითხია. რა მინდა პრეზიდენტად როცა ვიქნები, რა მინდა ამ ქვეყნისთვის - პირველ რიგში, ალბათ, ამ ქვეყნის სტაბილურობა - ეყოფა ამ ქვეყანას ის, რაც გაიარა. ის ომი, კონფლიქტები და ომის დღეები მოდის ახლა და ამ თემაზე ჩვენ ალბათ ცალკე გვექნება კიდევ ბევრი სათქმელი და სახსენებელი. ეყოფა ამ ქვეყანას შიდა კონფლიქტები, ტერიტორიების დაკარგვა და არამხოლოდ ის ბოლო ტერიტორიები. თუ გადავხედავთ ჩვენ ისტორიას, ძალიან მძიმე არის ამ კუთხით და ჩვენ პრაქტიკულად არ გვახსენდება ქვეყანა მსოფლიოში საერთოდ, რომელმაც ამდენი ტერიტორიები დაკარგა საუკუნენახევრში. ეს ყველაფერი გვყოფნის. გვყოფნის შიდადაძაბულობა, შიდასიძულვილიც და უნდა გადავიდეთ ახალ ეტაპზე ჩვენი ცხოვრების, რისთვისაც შეიძლება, მე ამას ისე ვამბობ - მორიდებით მაინც, შეიძლება ქალი პრეზიდენტი იყოს უფრო დამწყნარებელი ვიდრე კინკლაობაში ჩართული სხვადასხვა პოლიტიკოსი.

 


ეს არის ჩემი მისწრაფება, რომ სტაბილური იყოს ეს ქვეყანა, რომ იყოს გაერთიანებული და გაერთიანებას აქვს ბევრი სხვადასხვა ფორმა და ასპექტი. პირველ რიგში, ეს არის ადამიანების გაერთიანება - ერთნი არასოდეს არ გახდებიან და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ გაერთიანება ნიშნავს, რომ არ უნდა ვიყოთ ყველაფერზე და მუდმივად და ყოველდღიურად დაყოფილნი. არ შეიძლება. პატარა ქვეყანას სჭირდება მეტი სწორედ სოლიდარობა, მეტი მთავარ თემებზე ყოველ შემთხვევაში გაერთიანება, თუ არადა, ხეირობს მხოლოდ ერთი - მტერი. ამიტომ, ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ არამხოლოდ მე, არამედ ყველამ. ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა და ამ მიმართულებით იქნება ძალიან ბევრი გასაკეთებელი.

 


მეორე გაერთიანების ასპექტი არის პარტიები - მე მგონი, დრო პარტიების საერთოდ დამთავრდა მსოფლიოში თუ გადავხედავთ და ჩვენ ყველაფერში ვართ ცოტა გვიან და დაგვიანებულნი, მაგრამ პარტიების ნეგატიური ასპექტები მე კარგად ვიცი თუნდაც ჩვენი წარსული ემიგრაციიდან, სადაც პარტიების შიდა ბრძოლებმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს საერთო საქმეს", თქვა მან. 

 


აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე იგი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

 


სალომე ზურაბიშვილს სავარაუდოდ მხარს დაუჭერს „ქართული ოცნება“, რომელიც ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, არჩევნებზე თავის კანდიდატს არ დაასახელებს.

 

 

ამ წუთებში კი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მამუკა ბახტაძეც ესწრებიან და რომლის დასრულების შემდეგაც პარტიაში განცხადება გაკეთდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი