ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს
06-08-2018, 17:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს.

 

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" მონაწილეობის თაობაზე. მსჯელობის საფუძველზე, საერთო თანხმობით, მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება" არ წარადგენს თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგ მოსაზრებებზე დაყრდნობით: საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა და ხალხის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაცია ხორციელდება საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აყალიბებს მთავრობას, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამ სისტემაში პრეზიდენტს არ აქვს მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლება და მას არსებითად ეკისრება წარმომადგენლობითი ფუნქციები. საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტი არ განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას და არც ახორციელებს მას და არც წარსდგება პოლიტიკური პროგრამით საზოგადოების წინაშე.

 

 

საპარლამენტო დემოკრატიაში პრეზიდენტი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ზეპარტიული უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც არ ერთვება პარტიულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში, არამედ თვალს ადევნებს და ობიექტურად აფასებს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პრეზიდენტის პოსტზე პარტიული კანდიდატის არჩევის პირობებში, პრეზიდენტს გაუჭირდება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციის სათანადოდ შესრულება. პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების" პარტიული სიით არჩევა მით უფრო არასასურველია დღეს იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება" მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობის ორგანოებში, ფლობს პოლიტიკის განსაზღვრისა და აღსრულების ძლიერ ბერკეტებს.

 

 

გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ რომ ჩვენ გვყავს არაერთი კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, „ქართული ოცნება" უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენაზე. ამასთან, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს, როგორც მმართველი პარტიის პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე, მათ შორის, ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის წინაშე, რომელმაც უკანასკნელ საყოველთაო არჩევნებში მხარი ჩვენს პარტიას - „ქართულ ოცნებას" დაუჭირა", განაცხადა კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე. მანვე დაამატა, რომ პარტიის მხარდაჭერა, შესაძლოა, „რომელიმე უპარტიო" კანდიდატს ჰქონდეს.

 

 

„ჩვენ, შესაძლოა, ღიად დავუჭიროთ მხარი არჩევნებში მონაწილე რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს ან შესაძლოა, სულაც უარი ვთქვათ რომელმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, თუ აშკარა იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით, როდესაც დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სპექტრი", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი