სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის პროვოკაციაზე აყოლას რა ჰქვია - უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?!
08-08-2018, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

 

ზურაბიშვილმა აღნიშნულის შემდეგ მედიასთან განცხადებაც გააკეთა.

 

 

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:

 

 

„მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და ტკივილი გმირების საფლავებთან. მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ საქართველოს ეყოფა ამდენი მსხვერპლი წლების მანძილზე. ბოლო ერთი საუკუნე, დაწყებული იუნკრებით და დამთავრებული 2008 წლის ომით, მაგრამ არა დამთავრებულით, რამეთუ ყოველდღიურად ვხედავთ გატაცებებს არარსებულ საზღვარზე. ეს არის ომი, რომელიც გრძელდება. ეს არის საქართველოს დღევანდელი, გუშინდელი დღე - სანამ არ იქნება საქართველო გაერთიანებული.

 

 

თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია, რა მოხდა 2008 წელს, მაშინ კითხვას სხვაგვარად დავსვამ: - როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა საომარი მოქმედებები იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, საქართველო გაფრთხილებული იყო ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯები არ გადაედგა, გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა შენ დახმარების იმედი არ გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობების ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ სიურპრიზით იმოქმედო, როცა იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან მიდის წვრთნები - „კავკაზი“ და იქ ასეული ჯავშანტექნიკა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დგას და რაღაცას ელოდება. როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია - უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?! - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას და დასძინა: 

 

 

„ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს აგრესორი, ოკუპანტი და იმპერიალისტი, უნდა დავძლიოთ არა იმით, რაც არა გვაქვს, ანუ სამხედრო ძალით, უნდა დავძლიოთ ჭკუით, გაერთიანებით, ერთად დგომით და ეს სიძულვილი რაც არის ქვეყანაში, რაც ჩემზეც წამოვიდა. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, გარწმუნებთ, რომ მზად ვარ ყველაფრისთვის და ჩვენ ეს სიტუაცია ერთად დგომით უნდა დავძლიოთ”.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი