დღეს ხარაგაული ოლიმპიურ ცეცხლს მასპინძლობდა
19-06-2015, 09:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ხარაგაული ოლიმპიურ ცეცხლს მასპინძლობდა. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ დევების წყაროდან აიღო სტარტი.


დაბა ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე, გზადაგზა 6 მეჩირაღდნე (ვოვა მანჯავიძე, ზურაბ კვაშილავა, ლაშა ღონღაძე, ზაური ბერაძე, ლაშა გიგაშვილი) ცეცხლს ერთმანეთს სიმბოლურად გადასცემდა. ბოლო მეჩირაღდნე, ახალგზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს მეორე პრიზიორი თედო ებანოიძე გახლდათ. მას ცეცხლი სიმბოლურად ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკთან გადაეცა. თედო ებანოიძემ ცოცხალი ჯაჭვის გავლის შემდეგ ცეცხლი ღია ესტრადაზე, სპეციალურად მოწყობილ კვარცხლბეკზე აანთო.


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ ხარაგაულელებს ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა მიულოცა და თბილისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების პატივსაცემად წუთიერი დუმილი მოითხოვა.


შეკრებილ საზოგადოებას ხარაგაულში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა მიულოცა ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა. მან ახალგაზრდულ ოლიმპიურ ესტაფეტაში მონაწილე 6 მეჩირაღდნეს, გამოჩენილ სპორტსმენებს, მომავალში ოლიმპიური გამარჯვებები უსურვა და მადლობის სერტიფიკატები გადასცა.


13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო ხარაგაულში გაუქმდა საზეიმო კონცერტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.


დღეს ხარაგაულისთვის ისტორიული მნიშვნელობის დღე იყო. ოლიმპიური ცეცხლი ხარაგაულიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტში შევა და იმერეთის რეგიონში 25 ივნისამდე დარჩება.


საქართველოში, 26 ივლისს, ოლიმპიური ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნამდე ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს ყველა ქალქსა და მუნიციპალიტეტში იმოგზაურებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი