ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მცველი და გასულ წელს ჰოლანდიური „ვიტესის“ კაპიტანი, 31 წლის ცენტრალური მცველი გურამ კაშია (ფოტოზე მარჯვნივ) ლგბტ თემის მტკიცე და უდრეკი მხარდაჭერისათვის „უეფამ“ თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა.
ამის შესახებ „უეფას“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
ეს პირველი ამგვარი პრიზია, რაც კი „უეფას“ გაუცია.
გურამ კაშიამ გასულ, 2017 წელს ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა, როცა ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატზე სხვა გუნდების კაპიტნებს შეუერთდა და ლგბტ თემის დროშის სამკლავურით გამოვიდა მოედანზე, რითაც დაჩაგრული თემის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
როგორც „უეფას“ ვებგვერდზე წერია, ფეხბურთელის ამ ნაბიჯს უკიდურესად ნეგატიური და მტრული რეაქცია მოჰყვა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის მის მშობლიურ საქართველოში და მოწოდებებიც კი გაისმოდა მისი ეროვნული ნაკრებიდან დათხოვნის შესახებ, თუმცა, ამის მიუხედავად, კაშია დაჟინებით აცხადებდა, რომ არ ნანობდა სამკლავურის ტარებას. ქართველმა ფეხბურთელმა მას შემდეგაც არაერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ლგბტ თემისადმი.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ უეფამ გამომარჩია და თანასწორობის პრიზით დამაჯილდოვა. მე მჯერა ყველას თანასწორობის, მნიშვნელობა არ აქვს იმას რა გწამს შენ, ვინ გიყვარს ან ვინ ხარ“, განაცხადა კაშიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა „უეფას“ პრეზიდენტს აღნიშნული ჯილდოს მისთვის გადაცემისათვის.
„მე, სადაც არ უნდა ვთამაშობდე, ყოველთვის ვიქნები ყველას თანასწორობის და თანასწორი უფლებების დამცველი“, აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.