ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას
24-08-2018, 09:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 

 

 

„ძალიან გახსნილად მინდა ვთქვა. მე მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს, ამიტომ არსებობს ასოცირების შეთანხმება, ამიტომ არსებობს თავისუფალი ვაჭრობა მაგრამ ევროპული მხრიდნ ძალიან სწრაფ და ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა, რომელიც არის გაწევრიანების კანდიდატი, ის უნდა ასრულებდეს გარკვეულ პირობებს და მეორე, ევროკავშირს უნდა შესწევდეს უნარი ახალი ქვეყნების მიღებისა.  დღესდღეობით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გვყავს პერსპეტივაში. ინსტიტუციონალურად შრომისუნარიანობა უნდა არსებობდეს. იცით, რომ დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს და ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების შემდეგ ალბათ გახდება 35 ალბათ, უფრო ქმედითი და მოქნილი სისტემა უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება უფრო ძლიერად პოლიტიკის აწყობა, განსაკუთრებით ევროპული უსაფრთხოების სივრცის მხრივ.

 

 

საქართველო და უკრაინა იქნება შემდგომი რგოლი, მათი გამოკვეთილი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. ადამიანები, რომელთაც უნდათ ლეგალური საქმიანობა და ცხოვრება ევროპაში და ნელ-ნელა ეტაპობრივად მივიდეთ საუბარზე, უბრალოდ საუბარზე, რომ ვისაუბროთ გაწევრიანებაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ 5 წელიწადში ეს პროცესი დასრულდება. თუმცა ჩემი ვიზიტის მიზანია ამაზე გახსნილად საუბარიც“, განაცხადა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთ-ერთი სტუდენტის საპასუხოდ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი