„ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრას შედეგიანს უწოდებს. როგორც ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, საპარლამენტო ოპოზიციისა და კანცლერის შეხვედრისგან ორი კონკრეტული შედეგი მიიღეს.
„განსაკუთრებით აღვნიშნავთ ორ კონკრეტულ შედეგს, რომელიც მივიღეთ. მე დავაყენე საკითხი,რომ გერმანიას განეხილა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სანქციებისა და სიის მხარდაჭერის საკითხი და კანცლერისგან მივიღეთ დაპირება, რომ გერმანია დადებითად მოეკიდება ამ საკითხს და ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული ტექსტის შესაბამისად გერმანია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს სანქცირებას და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი რუსეთისთვისა და თითოეული იმ ადამიანისთვისაც, რომელსაც მიაჩნია, რომ ქართველების მოტაცება და მკვლელობა არის დაუსჯელი. მოვუწოდებ საქართველსო ხელისუფლებას, რომ ბოლომდე მიჰყვეს ამ საკითხს", განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.