შეერთებულმა შტატებმა და მექსიკამ ორშაბათს შეთანხმებას მიაღწიეს ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაში (NAFTA) ცვლილებების შეტანის შესახებ და მოსალოდნელია, რომ კანადასთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როგორც ამას „როიტერსი“ იტყობინება.
„ადრე მას ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას (NAFTA)-ს უწოდებდნენ. ჩვენ მას აშშ-მექსიკის სავაჭრო შეთანხმებას ვუწოდებთ. ჩვენ ჩამოვიშორებთ სახელს ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას (NAFTA)-ს, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს და დაამატა, რომ სახელი NAFTA „ცუდი ასოციაციის აღძმძვრელი“ იყო.
შეთანხმება ათავისუფლებს ფინანსურ ბაზრებს და კარს უხსნის კანადას დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, რათა ხელახლა შეიტანოს ცვლილებები 1994 წლის აშშ-კანადა-მექსიკის სავაჭრო შეთანხმებაში. სავაჭრო საკითხებში აშშ-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ არსებობს იმედები, რომ საბოლოო შეთანხმება შესაძლოა პარასკევისთვის იყოს მიღწეული.
ტრამპის მძლავრი ზეწოლის პირობებში მოლაპარაკებები სამ სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მალე ექნება საუბარი კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან, თუმცა დაიმუქრა, რომ უფრო ადვილი იქნება დაწესდეს ტარიფები კანადურ ავტომანქანებზე, ვიდრე კანადა მექსიკასთან ერთად იყოს ჩართული შეთანხმებაში.
აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველ წელიწადს 1 ტრილიონზე მეტ დოლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.