რეჟისორი გიორგი შენგელაია საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. შენგელაიამ და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შესაბამისი განაცხადი დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანეს.
„მყავს საინიციატივო ჯგუფი პეტრე მამრაძის ხელმძღვანელობით, რომელიც იყო ედუარდ შევარდნაძის, ზურაბ ჟვანიას კანცელარიის უფროსი; ცნობილი დოკუმენტალისტი გია ჭუბაბრია; დირიჟორი ავთო მამაცაშვილი, რომელმაც ჩაწერა „ვერის უბნის მელოდიები“, ასევე კინოწარმოების ოპერატორი ნუგზარ ნოზაძე და ჩემი ყველაზე ახლობელი მეგობარი ირაკლი მელაძე. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ძალიან უჭირს ქვეყანას. ამავე დროს, ძალიან არ უჭირს, რომ არ იყოს ეს მინისტრთა კაბინეტი და არეულ-დარეული პოლიტიკური სპექტრი, ასე არ გაუჭირდებოდა. მინისტრთა კაბინეტის დანამატები ვიანგარიშე და ეს იმის ნახევარია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰპირდება მოსახლეობას პენსიების მომატებაზე. ვაპირებ, დავამატო იმდენი, რასაც იმათ გამოვართმევთ. ეს ძალიან ადვილი საქმეა. თუ მოვიგე, პირველი ჩემი ბრძანებულება იქნება პენსიის გაზრდა ამ დანამატის ხარჯზე“, განაცხადა გიორგი შენგელაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.