1 837 420 ლარი მოხმარდება გარდაბნის მუნიციპალიტეტს 2014 წელს პრიორიტეტული პრობლემების გადასაჭრელად. პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროექტების შემუშავებას მუნიციპალიტეტები და გუბერნატორები ახდენენ, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია განიხილავს, მათი დაფინანსება კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამოყოფილი თანხა მთლიანად მოხმარდება სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება სოფლებში: ახალი სამგორი, ნორიო, მარტყოფი, ახალსოფელი, ყარაჯალარი, ლემშვანიერას ზედა და ქვედა უბანი, ლელაშხა, გამარჯვება, საცხენისი, ნაგები, ყარათაკლია, თბილწყაროს დასახლება, კალინინო, კრწანისი, ახალწყალი, ქვემო თელეთი და ჯანდარა.
წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ 18 პროექტი დაფინანსდა. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.