ტრამპის თანაშემწემ განაცხადა, რომ თეთრი სახლის შეთქმულთა ჯგუფი პრეზიდენტის ოფისიდან ჩამოცილების გეგმას განიხილავდა
06-09-2018, 08:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ მჟღავნდება, განაცხადა, რომ ადმინისტრაციის წევრები მუშაობენ იმაზე, რომ ჩაშალონ პრეზიდენტის დღის წესრიგის ზოგიერთი ნაწილი იმისათვის, რომ დაიცვან ქვეყანა მისი „ყველაზე საშინელი მიდრეკილებებისაგან“ - მანამდე, ვიდრე პრეზიდენტი დატოვებს ან დაატოვებინებენ ოფისს.

 


როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში ავტორი თანამედროვე ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტისადმი უპრეცედენტო და შოკისმომგვრელი კრიტიკით გამოირჩევა და ტრამპს აღწერს, როგორც „ამორალურს“, „იმპულსურს“, „ანტი-ვაჭრობის და ანტი-დემოკრატიულობის“ სიმბოლოდ, რომელიც მიდრეკილია „ნახევრად-მხარდაჭერილი, არაინფორმირებული და იშვიათი უგუნურების გადაწყვეტილებებისკენ“.

 


წერილის ავტორის მტკიცებით, თანაშემწეები ტრამპის ოფისიდან მოცილების შესაძლებლობას კონსტიტუციის 25-ე შესწორების მეშვეობით განიხილავენ - კომპლექსური საკონსტიტუციო მექანიზმი, რომელიც ნებას რთავს ვიცე-პრეზიდენტს და კაბინეტის მინისტრების უმრავლესობას კენჭი უყაროს იმ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას, ვინც არის „უუნარო, აღასრულოს მისი ოფისისის ვალდებულებები და მოვალეობები“, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ამის წინააღმდეგ წავიდეს.

 


„ამგვარად, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ გავუძღვეთ ადმინისტრაციას სწორი მიმართულებით, ვიდრე - ამ თუ სხვა გზით - ის დასრულდება“, წერს ავტორი.

 


კრიტიკის მიუხედავად, ავტორი დადებით მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ „ადმინისტრაციის მიერ გატარებულმა არაერთმა პოლიტიკამ ამერიკა უკვე გახადა უფრო უსაფრთხო და უფრო აყვავებული“. მიუხედავად ამისა, ის აცხადებს, რომ „ტრამპის მიერ პოლიტიკურ თანამდებობებზე დანიშნულმა შეთქმულთა მცირე ჯგუფმა აღთქმა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, რათა დაიცვან ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტები და შეაჩერონ ტრამპის უფრო და უფრო შეცდომების გამომწვევი იმპულსები დროის იმ პერიოდში, ვიდრე ის ოფისს მიღმა აღმოჩნდება.

 


ავტორი ამ ადამიანების ძალისხმევებს „გმირულს“ უწოდებს, რადაგანაც, მისი თქმით, ისინი ბლოკავენ ტრამპის „ცვალებად ქცევას“. შეთქმულთა ჯგუფი ამავე დროს ადმინისტრაციის მიღწევების ზოგიერთ „ნათელ გამოვლინებად“ მიიჩნევს „ეფექტურ დერეგულაციას, ისტორიულ საგადასახადო რეფორმას და სამხედრო ძალების უფრო მეტად გაძლიერებას“.

 


ტრამპმა ანონიმურ წერილს „ნამდვილად სამარცხვინო“, ანონიმ ავტორს „მხდალი“, ხოლო გაზეთს „ყალბი“ უწოდა. მისმა პრესმდივანმა, სარა სანდერსმა კი განაცხადა, რომ საიდუმლოებით მოცული მწერალი „მხდალია“ და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი