ჯაირ ბოლსონარო, ულტრა-მემარჯვენე კანდიდატი, რომელიც ბრაზილიის საპრეზიდენტო კამპანიაში მოწინავე პოზიციაზეა, სერიოზულ მდგომარეობაშია, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება - მას შემდეგ, რაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საარჩევნო კამპანიისას, ცივი იარაღით დაჭრეს.
ბოლსონარო, ქვეყნის დედაქალაქ რიო დე ჟანეიროდან დაახლოებით 200 კილომეტრით დაცილებულ ქალაქ ჯუიზ დე ფორაში მამაკაცმა ცივი ირაღით იმ დროს დაჭრა, როცა ხალხმრავალ გარემოცვაში, იგი მის მხარდამჭერებს მხრებზე შესმული მიჰყავდათ.
„ჭრილობის ტრაექტორიამ სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია. ბატონი ჯაირ ბოლსონარო საავადმყოფოში მოყვანისას ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სისხლის დიდი ოდენობით დაკარგვის გამო, წნევა დაცემული ჰქონდა“, განაცხადა ერთ-ერთმა ქირურგმა, გლაუციო სოუზამ, ვინც კანდიდატს ოპერაცია გაუკეთა.
მუცლის ღრუში დანით მიყენებული ჭრილობა ღრმა აღმოჩნდა, რამაც ნაწლავების დაზიანებაც გამოიწვია, განაცხადა მეორე ექიმმა, ლუიზ ბორსატომ, პრესკონფერენციაზე, რომელიც საავადმყოფოს „ფეისბუქის“ გვერდის მეშვეობით გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.
„პაციენტი ახლა ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის. ეს ბუნებრივად სერიოზული მდგომარეობაა, ტრავმის მაგნიტუდიდან გამომდინარე, მაგრამ ის სტაბილურადაა“, განაცხადა ბორსატომ. ექიმმა აღნიშნა, რომ ბოლსონარო ახლა გონებაზეა მოსული და მისი ვაჟიშვილების ცნობა შეძლო.
თავდასხმის შემდეგ მისმა ვაჟმა, ფლავიომ, რომელიც თავადაც საარჩევნო კამპანიაშია ჩაბმული და სენატორობისთის იბრძვის, „თვითერზე“ თავდაპირველად დაწერა, რომ ჭრილობა „ზედაპირული“ იყო, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ განაცხადა: „სამწუხაროდ, ის უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ მოველოდით. მან ბევრი სისხლი დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანისას მისი წნევა 10/3 იყო - თითქმის მკვდარი იყო. მისი მდგომარეობა ახლა დასტაბილურდა. გთხოვთ, ილოცოთ!“.
ექიმების განცხადებით, პაციენტს საავადმყოფოში დარჩენა 10 დღით მოუწევს.
ბოლსონაროს დაჭრაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია. პოლიციამ მისი ფოტო გამოაქვეყნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.