ლევან ყიფიანმა მიიღო წერილი, სადაც წერია, რომ საქმე ეხება „ომეგას“ წინააღმდეგ რამდენიმე პირის მიერ უკანონო გზით განხორციელებულ სამართალდარღვევებს - ტელეკომპანია „იბერია“
08-09-2018, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „იბერია“ ინფორმაციას ავრცელებს - „ომეგას“ საქმეზე ბრიტანულმა საადვოკატო ფირმამ წერილი სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ომეგაზე“ განხორციელებული ზეწოლის გამო  საქმე დაწყებულია უელსის უმაღლეს სასამართლოში, ასევე წერილში ნახსენებია ყოფილი და ამჟამინდელი მთავრობის წევრების გვარები.

 

 

„ტელეკომპანია „იბერიას“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრიტანულმა საადვოკატო ფირმამ „ფილდფიშერმა“ წერილი გაუგზავნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს, რომელიც ადრესატს ორი კვირის წინ ჩაბარდა.

 

 

წერილში აღნიშნულია, რომ „ომეგას“ დაწყებული აქვს სამართლებრივი პროცედურები ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოსთვის „ომეგაზე“ განხორციელებული ზეწოლის გამო, რამაც დააზარალა „ომეგა ჯგუფი“.

 

 

წერილში აღნიშნულია, რომ საქმე ეხება „ომეგას“ წინააღმდეგ რამდენიმე პირის მიერ უკანონო გზით განხორციელებულ სამართალდარღვევებს. წერილში დასახელებულნი არიან ყოფილი და ამჟამინდელი მთავრობის წევრები, ასევე სხვა მაღალი რანგის პირები“, ნათქვამია „იბერიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი