„სამინისტრო, თავდაცვა, მინისტრი“ - ორფოლოს პოლიგონზე გარდაცვლილი კაპრალის მეუღლე უწყებას ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
08-09-2018, 22:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კაპრალი მირზა ჩაჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს. კაპრალი ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო წვრთნების დროს დაიღუპა. ის სწავლების დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ჯარისკაცს გულის შეტევა ალკოჰოლის ჭარბი დოზის გამო დაემართა.

 

 

გარდაცვლილი კაპრალის მეუღლე „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კაპრალი მირზა ჩაჩუა არ სვამდა და დასკვნა გაყალბებულია.

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვისი პასუხისმგებლობა დგას ამ საქმეში მარიამ ახვლედიანი პასუხობს - „სამინისტრო, თავდაცვა, მინისტრი“.

 

 

„გარდაცვალების დრო არის 8საათი და 45 წუთი. გულ-სისხლძარღვთა შევიწროება, ალკოჰოლი, დალევა დაუფიქსირდა. 2,49 სამედიცინო სპირტი, როდესაც მირზა ჩაჩუა საერთოდ არ სვამდა და რა მიზნით, რატომ დაწერეს ეს დასკვნა? - ეს იმიტომ ჩაიწერა, რომ ოჯახისთვის არ გადმოეცათ კომპენსაცია“, განაცხადა გარდაცვლილი კაპრალის, მირზა ჩაჩუას მეუღლემ, მარიამ ახვლედიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი