„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში, პოლიტიკურ ველსა და ლანდშაფტს ცვლის.
ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბაქრაძემ თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა პირს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
„გუშინ, „ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს. ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთგზის ღიად და საჯაროდ აქვს განცხადებული, რომ საქართველო არის აგრესორი და ჰყავს დადანაშაულებული საკუთარი ქვეყანა ჩვენივე ქვეყანის ტერიტორიაზე ომის დაწყებაში. ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ" წაშალა გამყოფი ხაზი, რომელიც აქამდე გადიოდა პარტიულ სიმპათიაზე და პარტიულ ინტერესეზე. დღეს წყალგამყოფი აღარ არის პარტიული სიმპათია, დღეს წყალგამყოფი არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი.... ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა პოლიტიკური ველი და პოლიტიკური ლანდაშაფტი", აცხადებს დავით ბაქრაძე, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს და საპრეზიდენტო კანდიდატებს ერთმანეთის მიმართ თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ქართული ოცნების" გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიცია ვალდებულია, მოიგოს ეს არჩევნები - ჩვენი ყველას ვალდებულებაა, არ დავუშვათ, საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც აზიანებს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე შეტევა და თავდასხმა, გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი, მთელი ჩვენი ოპოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება", განაცხადა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.