„რუსთავი 2" ტელეკომპანია „იბერიასთან" დაკავშირებით, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და „იბერიას" დაფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საუბრის მორიგ ჩანაწერს ავრცელებს.
აუდიოჩანაწერში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ისმის.
ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამ მილიონამდე მისცენ.
„ლევან ყიფიანი: ე.ი. ხო გითხარი ჩარეული ჰყავთ ანზორი, ანზორი არის ბიძინას დაცვის უფროსი იყო ერთ-ერთი არასაუწყებო დაცვის... ავტორიტეტია რა, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. ის კაცი იძახის რომ, კიდე გამიმეორა მაგათი გაჩერება რომ ნდომებოდათო აქამდე გაჩერდებოდაო ქარხანა პროსტა პრინციპულადო. ახალი პრემიერი მოსულია, უნდობლობა გაიჩითაო კომპანიას შორისო ის დარჩაო... რა, კუდებიო... ქუმსიშვილის კუდიო რაღაცაო...ეს სიტუაცია იმდენად არეული არიო, რომ ნდობის პონტშიო... მე ვუთხარი მაგიტომ ჩავერიეო რომ ნდობის მომენტი აღდგეს მეთქი რა. ბიუჯეტში შევიტანოთ მილიონი.
ზაზა ოქუაშვილი: ერთი მილიონი და ორნახევარი მილიონი მთლიანად.
ლევან ყიფიანი: ხო
ზაზა ოქუაშვილი: მარა სამმილიონ ნახევარი დარჩა კონტრიბუშენი მაინც. ეს კონტრიბუშენი?...
ლევან ყიფიანი: ფული უნდა გავანაწილოთ რა... ფულზე, ანზორაზე, ჩემი მეგობარია და...
ზაზა ოქუაშვილი: ვინ არის ეს ანზორი ესე იგი თავდაცვის უფროსი, ივანიშვილის.
ლევან ყიფიანი: რომელიც გვბალეშიკობს ჩვენ. დაცვის უფროსი იყო, იყო...ეხლა სახელმწიფო დაცვის უფროსია რა... მაგას ეხება აეროპორტების დაცვები ისა ისა... რა. მინისტრია რა.
ზაზა ოქუაშვილი: მინისტრია.
ლევან ყიფიანი: მთელი სახელმწიფო დაცვები მაგის ხელშია", ნათქვამია აუდიოჩანაწერში, რომელსაც „რუსთავი 2" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.